აიტი სპეციალისტი

F1 აკადემია, მისი დამფუძნებელი კომპანიის, F1 – კომპიუტერული სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს უფასო კურსს, რომლის მსმენელიც იქნება 16-დან 30 წლამდე 15 ახალგაზრდა.

F1 – კომპიუტერული სერვისი არის აიტი სერვისების კომპანია 12 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ემსახურება ფიზიკურ პირებს სახლებში და იურიდიულ პირებს ოფისებში, ორივე მათგანს კი სერვის ცენტრში – ტექნიკის შეკეთების კუთხით.

პრიორიტეტი მიენიჭებათ ახალგაზრდებს, რომლებიც:

  • ცხოვრობენ რეგიონში (მათ შორის ქალაქებში – ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი, გორი, ხაშური, ბორჯომი).
  • აქვთ თვითშეძენილი ცოდნა და უნარები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და სისტემატურად ეცნობიან თემატურ სიახლეებს.
  • აქვთ სურვილი იპოვონ საკუთარი თავი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიაში, კონკრეტულად – სისტემებისა და ქსელების მართვის მიმართულებით.
  • გვინდა ჩვენს სფეროში აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ამ მიზნით, განაცხადების განხილვისას გარკვეულ უპირატესობას მივანიჭებთ მათ, თუკი ასეთი მსურველები გვეყოლება.

კურსის აღწერა

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 4 თვიანი ონლაინ კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს მისცემს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას.

შენიშვნა: ვიდეო წარმოადგენს აიტი სპეციალისტის სატანდარტული (არაონლაინ) კურსის აღწერას.

პროგრამა

CompTIA A+

კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ონლაინ ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ონლაინ ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

ლექციები ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა.

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

ონლაინ კურსის მოსმენის დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების მინიმუმ 80%-ს. ხოლო მათთვის, ვინც შეძლებს და აკადემიის საგამოცდო ოთახში ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას გაიცემა ონლაინ კურსის სრულფასოვნად გავლის სერთიფიკატი, შესაბამისი ქულის მითითებით (სერთიფიკატი გაიცემა 75 ქულიდან).

საუკეთესო მსენელებს მიეცემათ F1 – კომპიუტერულ სერვისში დასაქმების შესაძლებლობა, მათ შორის რეგიონული წარმომადგენლის სტატუსით.

კურსის ღირებულება

1000
ლარი

1000 ლარი
სრულად დაფინანსებულია F1-ის მიერ

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2021 წლის 2 მარტს.

მეცადინეობის დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი | 19:00 საათი

კურსზე მიღება წარმოებს 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

""
1
ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად გადათარგმნეთ ტექსტი ქართულ ენაზე. ტექსტი წარმოადგენს ნაწყვეტებს სახელმძღვანელო წიგნიდან.
Motherboards include expansion slots so that you can add expansion cards. Before you buy any expansion card, you should know what expansion slots are available in your computer. You don’t want to buy a card only to find that it isn’t supported by your computer or that the slot is already occupied by another expansion board.
IPv4 addresses are created with 32 bits. However, it’s not easy for us to read a string of 32 ones and zeros, so IPv4 addresses are commonly displayed in dotted decimal format. Each IP address has four decimal numbers separated by three dots. The network ID identifies the network, and all systems on the same network have the same network ID. Additionally, all systems on the same network have different host identifiers.
The Task Manager includes several tabs. You can use the Applications tab to kill applications that are not responding. The Processes tab shows which processes are consuming the CPU’s time, and the Services tab shows the status of all services. Use the Performance tab to see a snapshot of the system’s performance displayed in graphs.
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right