![კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი აიტის კურსი [Online]](http://f1.edu.ge/wp-content/uploads/IT-Online.png)
F1 აკადემია, მისი დამფუძნებელი კომპანიის, F1 – კომპიუტერული სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს უფასო კურსს, რომლის მსმენელებიც იქნებიან 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდები, ქვოტების შემდეგი განაწილებით:
5 ადგილი – რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
5 ადგილი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ვისთვისაც ინფორმაციული ტექნოლოგიები შესაძლოა პროფესია გახდეს.
5 ადგილი – ზრუნვის სისტემაში მყოფი ან სისტემიდან გამოსული მოზარდები.
მსენელების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე. გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით თუ რა ღირებულება შეიძლება ქონდეს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნას ბენეფიციარისთვის.
- დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს სფეროში აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ამ მიზნით, ზემოთჩამომოთვლილ სამივე კატეგორიაში გარკვეულ უპირატესობას მივანიჭებთ მათ, თუკი ასეთი მსურველები გვეყოლება.
რატომ ვაკეთებთ ამას?
- ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულებაა, პერიოდულად ვცდილობთ შევქმნათ შესაძლებლობები იმ ადამიანებისთვის ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს ჩვენი მომსახურებები.
- პირველად ვატარებთ აღნიშნულ კურსს ონლაინ ფორმატში და ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოცდილებაა, ამიტომ ვფიქრობთ რომ იმ შეცდომებს რომელსაც დავუშვებთ მეტი გაგებით მოეკიდებიან.
- უახლოეს მომავალში F1 – კომპიუტერული სერვისი გეგმავს რეგიონებში გაფართოებას და ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენთან ისწავლიან შესაძლოა ჩვენი თანამშრომლები ან პარტნიორები გახდნენ.
კურსის აღწერა
კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 3 თვიანი ონლაინ კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს მისცემს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას.
შენიშვნა: ვიდეო წარმოადგენს აიტი სპეციალისტის სატანდარტული (არაონლაინ) კურსის აღწერას.
პროგრამა
კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.
ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები
აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.
სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა
ონლაინ ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ონლაინ ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.
სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.
ლექციები ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა.
საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.
ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.
ონლაინ კურსის მოსმენის დამადასტურებელი სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების მინიმუმ 80%-ს. ხოლო მათთვის, ვინც შეძლებს და აკადემიის საგამოცდო ოთახში ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას გაიცემა ონლაინ კურსის სრულფასოვნად გავლის სერთიფიკატი, შესაბამისი ქულის მითითებით (სერთიფიკატი გაიცემა 75 ქულიდან).
კურსის ღირებულება
უახლოესი დაგეგმილი კურსი
უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2020 წლის 1 ივნისს.
მეცადინეობის დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი | 19:00 საათი
კურსზე მიღება წარმოებს 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით.
სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).