აიტი სპეციალისტი

კურსის აღწერა

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 4 თვიანი ონლაინ კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს მისცემს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას.

პროგრამა

CompTIA A+

კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ონლაინ ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ონლაინ ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

ლექციები ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა.

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების მინიმუმ 80%-ს და აკადემიის საგამოცდო ოთახში (თბილისი, ალექსიძის 3) ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას არანაკლებ 75 ქულაზე.

კურსის ღირებულება და გადახდის გრაფიკი

კურსის მთლიანი ღირებულებაა 1,000 ლარი. გადახდა წარმოებს ეტაპობრივად – თვეში ერთხელ (250 ლარი).

საუკეთესო რეიტინგის მქონე მსმენელები მიიღებენ F1-ის სასწავლო გრანტს, მოდულების შესაბამისად: *

  • 1 ადგილი – 100%
  • 2 ადგილი – 50%
  • 3 ადგილი – 20%
* რეიტინგი დგება 80 ქულიანი ბარიერის ზემოთ მყოფი მსნელებისგან.

F1-ის გრანტი გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც აკადემიის საგამოცდო ოთახში (თბილისი, ალექსიძის 3) ჩააბარებენ მოდულის გამოცდას და რეიტინგში გაინაწილებენ 1-3 ადგილებს.

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2021 წლის 1 მარტს.

მეცადინეობის დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი | 19:00 საათი

კურსზე მიღება წარმოებს 2021 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right