კურსის შესახებ

კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 5 თვიანი კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად.

კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს მისცემს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ხოლო პრაქტიკული ნაწილი უზრუნველყოფს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

8 წლის განმავლობაში ჩატარებული 30-ზე მეტი ნაკადის ფარგლებში, ამ კურსის გავლის შესაძლებლობა 250-ზე მეტ მსმენელს მიეცა, რომელთა უმრავლესობამ ეფექტურად გამოიყენა შეძენილი ცოდნა – დასაქმდა ან გაიუმჯობესა დასაქმების პირობები.

კურსის პროგრამა

კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.

ჩამოტვირთეთ კურსის პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

  • რომან ჯახიაშვილი – აპარატურული უზრუნველყოფა
  • გიორგი გვენეტაძე – ოპერაციული სისტემები
  • დავით გამხიტაშვილი – კომპიუტერული ქსელები

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

პრაქტიკის გავლას მსენელები მათზე მიმაგრებული მენტორების ხელმძღვანელობით შეძლებენ.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსის მოდულები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან – თეორიული ნაწილის გაცნობის პარალელურად მსენელები პრაქტიკული მეცადინეობების სახით რეალურ გარემოში შეასრულებენ შესაბამის ოპერაციებს.

სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად [მოდულებს შორის] ტარდება ტესტირებები და მოწმდება შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულად – პარალელურად როგორც აკადემიაში (თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა; ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”), ასევე ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების 80%-ს და ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას არანაკლებ 75 ქულაზე.

ყველა მსენელი გაივლის 2 კვირიან სტაჟირებას, ხოლო საუკეთესო მსენელები დასაქმდებიან F1 – კომპიუტერულ სერვისში

კურსის ღირებულება

კურსის ღირებულებაა 300 ლარი ერთიანი გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება – 1,200 ლარი

  • ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით, ყველა მათგანი მიიღებს დამატებით 20%-იან ფასდაკლებას.

საორგანიზაციო საკითხები

სწავლის დაწყება: 2023 წლის 2 ოქტომბერი
მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი | 19:00 საათი

კურსზე მიღება წარმოებს 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით

* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right