კიბერდანაშაულების უმრავლესობა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით იგეგმება – მომხმარებლის გაუთვითცნობიერებას ან უყურადღებობას შეიძლება მოყვეს დავირუსებული ფაილის გადმოწერა, შენიღბულ ბმულზე გადასვლა და ა.შ., რამაც შესაძლოა გამოიწვიოს:
- პერსონალური მონაცემების გაჟონვა;
- პირად და საქმიან ინფორმაციაზე უნებართვო წვდომა;
- ფიშინგის, ფროდის და სხვა სახის კიბერთაღლითობის სამიზნედ გახდომა;
- ვირუსების და შიფრატორების საშუალებით ფაილების და პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება.
ამ 2 საათიანი კურსის ფარგლებში თქვენ გაეცნობით კიბერუსაფრთხოების ბაზისებს, რომელიც დაგეხმარებათ უსაფრთხოდ მართოთ თქვენი ინფორმაცია და თავიდან აიცილოთ კიბერსაფრთხეები.
პროგრამა
უსაფრთხოების ბაზისები
- პერსონალური მონაცემების დაცვა
- ელ-ფოსტასთან დაკავშირებული უსაფრთხოება
- რთული პაროლები და მუშაობა Password Manager-ებთან
- მრავალდონიანი (ორსაფეხურიანი) აუთენთიფიკაცია
- WiFi ინტერნეტის უსაფრთხოება
- სარეზერვო ასლები
- ფაილების შიფრაცია
მავნე პროგრამები
- მავნე პროგრამების ტიპები და მათი სახეები
- მავნე პროგრამებისგან თავის არიდება
სოციალური ინჟინერია
- ფიშინგი და მისგან დაცვა
- სპამი
- სახიფათო მიმაგრებული ფაილები
- სოციალური ინჟინერიის სხვა მეთოდები
შეჯამება
- ანტივირუსები და სხვა დამცავი ბარიერები
- პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მნიშვნელობა
- კიბერსივრცეში უსაფრთხო ქცევის წესები
- სიმულაციური სავარჯიშოები
მეთოდოლოგია
კურსი 2 საათიანია და ტარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით.
კურსის ბოლოს მოკლე ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.
ღირებულება
კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე 100 ლარია.
ორგანიზაციებისთვის მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს ფასდაკლება.
F1 – კომპიუტერული სერვისის აიტი აუთსორსინგის მომხმარებლებისთვის კურსი უფასოა.