CompTIA A+ ჩვენი აკადემიის ყველაზე პოპულარული კურსია, რომელიც საშუალებას აძლევს მსმენელს გადადგას პირველი ნაბიჯები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან გაიუმჯობესოს არსებული ცოდნა და ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად.

ერთის მხრივ თეორიული ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვან ფუნდამენტს ქმნის პროფესიაში, ხოლო მეორეს მხრივ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება არის ის ფაქტორი რომელმაც შესაძლებლობა მისცა 300-მდე ჩვენს კურსდამთავრებულს დასაქმებულიყო ან გაეუმჯობესებინა დასაქმების პირობები.

პროგრამა

საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+ პროგრამა წარმოადგენს ფუნდამენტურ ბაზისს აიტი სპეციალისტის პროფესიაში, კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ ადვილად დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში.

კურსის პროგრამა ახლდება ყოველწლიურად და მოიცავს აიტი ინდუსტრიის უახლეს ტრენდებს და პრაქტიკებს.

ჩამოტვირთეთ პროგრამა

ლექტორი

CompTIA A+ კურსს უძღვება ინფორმაციული ტექნოლოგიების პრაქტიკოსი სპეციალისტი და გამოცდილი ლექტორი რომან ჯახიაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ქმნის ხიდს თეორიულ ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შორის.

ლექტორი ასევე ეხმარება მსმენელებს პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში – როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე ან სად შეიძლება გააგრძელონ სწავლა შემდგომი საფეხურების დასაუფლებლად.

მეთოდოლოგია

კურსის მოდულები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს თეორიული მასალის დაუფლების პარალელურად რეალურ გარემოში შეასრულოს ტექნიკური ოპერაციები.

ლექტორის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებიდან მოყვანილი შემთხვევების დამუშავებით, მსმენელები გაეცნობიან ქართულ რეალობაში აიტი ამოცანების დასახვის და მათი გადაწყვეტის პრაქტიკებს.

მსგავსი მეთოდოლოგია ყველაზე ნათლად აცნობს პროფესიულ გამოწვევებს მსმენელებს და ეფექტურად ამზადებს მომავალ პროფესიონალებს პრაქტიკული საქმიანობისთვის.

საორგანიზაციო საკითხები

ლექციები ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში:

კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე (აპრილი-ივლისი)

  • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00-21:00 საათი

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

სტაჟირება

სურვილის შემთხვევაში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით გაიარონ 2-4 კვირიანი სტაჟირება აიტი სერვისების კომპანიაში F1 – კომპიუტერული სერვისი.

შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.

CompTIA A+ სტანდარტის შესაბამისად სერთიფიკატს მიიღებენ მსმენელები, რომლებიც გადალახავენ 75 ქულიან ბარიერს. ხოლო 90 ქულის გადალახვის შემთხვევაში მსმენელები დამატებით მიიღებენ რეკომენდაციის წერილს.

  • წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღებენ აიტი სერვისების კომპანია F1-ში დასაქმების შეთავაზებას.
  • ასევე, რეკომენდაცია გაეწევათ იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც აკადემიას მომართავენ კადრების აყვანის პროცესში.

კურსის ღირებულება

კურსის მთლიანი ღირებულებაა 1200 ლარი, ყოველთვიური გადახდით, თვეში 300 ლარი.

ერთიან გადახდაზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

  • ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით, ყველა მათგანი მიიღებს დამატებით 20%-იან ფასდაკლებას.
  • კურსის რეგიონებიდან დისტანციურად გავლის მსურველებისთვის, პრაქტიკული მეცადინეობების გარეშე, კურსის ღირებულება იქნება 800 ლარი, ყოველთვიური გადახდით თვეში 200 ლარი.

რეგისტრაცია კურსზე

2024 წლის გაზაფხულის კურსი დაიწყება 1 აპრილს და დასრულდება 31 ივლისს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 29 მარტის ჩათვლით. მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

  1. რეგისტრაციის გავლიდან 48 საათში თქვენ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი და გაგაცნობთ საორგანიზაციო დეტალებს.
  2. გადმოგეგზავნებათ პირველი თვის ინვოისი, რომლის გადახდის შემდეგაც მოგივათ მოწვევა პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე.
""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right