Windows Server 2019 ადმინისტრირება

კურსის აღწერა

Windows Server წარმოადგენს საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სასერვერო ოპერაციულ სისტემას, რომელიც გამოიყენება ორგანიზაციების კომპიუტერების ცენტრალიზებული მართვისთვის.

მოცემული 2 თვიანი კურსი მისცემს საშუალებას მსმენელს გაერკვეს Windows Server-ის საფუძვლებში და დაეუფლოს მის ყველზე მნიშვნელოვან და საჭირო ფუნქციებს.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტა რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის Windows სერვერების წინაშე დგას, დაწყებული სასერვერო ინფრასტრუქრის პროგრამული გამართვით ნოლიდან, გაგრძელებული უკვე არსებული Windows Server-ების მართვიით და თრაბლშუთინგით.

კურსის პროგრამა

კურსის პროგრამა ადაპტირებულია და წარმოადგენს Microsoft-ის ოფიციალური კურსების მასალისა და ქართულ ორგანიზაციებში არსებული პრაქტიკის საავტორო სინთეზს, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს ერთდროულად მიიღოს როგორც თეორიული ცოდნა, ისე რეალურ ქეისებზე აგებული შემთხვევების ანალიზი.

პროგრამის ჩამოტვირთვა

ტრენერი

კურს უძღვება გამოცდილი სისტემური ადმინისტრატორი გიორგი კუცია. იგი მუშაობს ისეთ კომპანიებში როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ქარვა (Silk TV)

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ლექციებზე მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ მაგალითებსაც და ისწავლიან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაშიპრობლემების გადასაჭრელად.

საშინაო დავალების სახით, ეცნობიან დამატებით მასალას სხვადასხვა წყაროებიდან ან/და დამოუკიდებელი სამუშაოების სახით ეძლევათ დავალებები.

ლექციაზე მუდმივად ტარდება ტესტირებები ცოდნის შესამოწმებლად. კურსის სახელმძღვანელოდ გამოყენებულია Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ვიდეო მასალები და ასევე სხვა დამხმარე რესურსები, მათ შორის სიმულაციის საშუალებები.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად მოემსახუროს მცირე ან საშუალო ზომის Windows სერვერის ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს

კურსდამთავრებულს შეეძლება Windows სერვერის პირველადი ინსტალაცია და გამართვა, ADDS სერვისების ინსტალაცია/გამართვა, მისი მეშვეობით ჯგუფური პოლიტიკების მართვა და ადმინისტრირება, DHCP და DNS სერვისების გამართვა, მონაცემთა სანახის გამართვა და ადმინისტრირება, ქსელური რესურსების ცენტრალური მართვა (File Share, Printer Share), სერვერების ვირტუალიზაცია Hyper-V-ს გამოყენებით.

მსმენელებს ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა Windows სერვერული ინფრასტრუქტურის ღრმად შესასწავლად.

სერტიფიკატი გაიცემა იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და საბოლოო გამოცდაზე დააგროვებენ 70+ ქულას.

კურსის ღირებულება

COVID-19 ფასდაკლება
0
ლარი

800 ლარი
ღირებულება შემცირებულია სწავლების დინსტანციური რეჟიმის გამო

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი ჩანიშნული არ არის.

მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი | 19:30 საათი
მეცადინეობის ფორმატი: ონლაინი, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).
* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნას, ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B1, Intermediate English) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (ადაპტირებული CompTIA).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right