კურსის აღწერა

ლინუქსის საფუძვლები – ეს არის ღია კოდზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა Linux-ის შემსწავლელი ბაზისური კურსი, რომელიც დაეხმარება მსმენელს თეორიულად და პრაქტიულად გაეცნოს ლინუქსის საფუძვლებს და შეისწავლოს მასში ძირითადი ოპერაციების განხორციელება. აღნიშნული კურსი იძლევა ლინუქსის სიღრმისეული შესწავლისთვის საჭირო ფუნდამენტს.

რატომ ლინუქსი?

  • მსოფლიოს სუპერკომპიუტერების დაახლოებით 95% ოპერაციულ სისტემად ლინუქს იყენებს;
  • Google-ის, Netflix-ის, Facebook-ის ინფრასტრუქტურის უმეტესი ნაწილი ლინუქსზეა აწყობილი;
  • წამყვან ქლაუდ სისტემებში (Amazon AWS, Microsoft Azure) შექმნილი ვირტუალური მანქანების უმრავლესობა არის ლინუქსზე;
  • თანამედროვე ჭკვიანი სისტემები (ტელევიზორები, ავტომობილები, შუქნიშნების სისტემები, სმარტფონები) მეტწილად იყენებენ ლინუქსის ბირთვს;
  • ლინუქს სერვერების გამოყენებით საკითხების გადაწყვეტა შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, როგორც ლიცენზირების, ასევე აპარატული უზრუნველყოფის მხრივ.

Linux Essentials

4 კვირა (12 ლექცია)

რომან ჯახიაშვილი

Linux Essentials

პროგრამა

კურსის პროგრამა დაფუძნებულია Linux Professional Institute (LPI) Linux Essentials კურსზე.

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერი

სასწავლო პროგრამას უძღვება აიტი აკადემიის გამოცდილი ტრენერი და F1-ის ლინუქსის სპეციალისტი რომან ჯახიაშვილი, რომელსაც აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა აქვს.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

სასწავლო კურსი შედგება 12 ლექციისგან, რომლის განმავლობაშიც განხილული იქნება 9 თემა.

ონლაინ ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, თეორიულ მასალასთან ერთად შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს სიმულაციურ გარემოში, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ონლაინ ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.

ლექციები ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.
მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა.

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის ღირებულება

0
ლარი

250 ლარი
სპეციალური ფასდაკლება COVID-19 პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი ჩანიშნული არ არის.

მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი | 19:00 საათი

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

[DISPLAY_ULTIMATE_SOCIAL_ICONS]

გაუზიარე ვისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს

""
1
ტრენინგი ტარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right