რითეილ და ჰორეკა ტექნოლოგიების სპეციალისტი

კურსის აღწერა

სავაჭრო (Retail) და სტუმარ-მასპინძლობის (HoReCa) ტექნოლოგიების სპეციალისტის კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურს, რომლის გავლის შემდეგ მსმენელი მოიპოვებს ცოდნას მცირე ზომის მარკეტების, კაფე-რესტორნების და სასტუმროების აპარატული თუ პროგრამული უზრუნველყოფის მართვის თაობაზე.

კურსდამთავრებულები შეძლებენ მცირე და საშუალო ზომის ობიექტებისთვის საჭირო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევას, მათ შესაბამის მოწყობას და კონფიგურაციას, ხოლო შემდომი ექსპლუატაციის პროცესში აპარატურული და პროგრამული გაუმართაობების დიაგნოსტირება-აღმოფხვრას.

კურსის პროგრამა

კურსის პროგრამა წარმოადგენს ინოვაციას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

მოცემულ პროგრამაში გარჩეული იქნება ის ტექნოლოგიები, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებადია ქართულ ბაზარზე და რომელიც მსენელს მისცემს საშუალებას დამოუკიდებლად დააკომპლექტოს და მართოს როგორც სავაჭრო, ასევე სტუმარმასპინძლობის ობიექტები.

პროგრამის ჩამოტვირთვა

ტრენერი

კურს უძღვება რითეილ სექტორში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი ვიტალი ღოღობერიძე, იგი მუშაობდა პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის კომპანია Softmaster-ში და მაღაზიათა ქსელ “უნივერსამში”.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად ამუშავებენ თემას, ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით ეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ტარდება ტესტირებები და მოწმდება შეძენილი ცოდნა.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე რითეილ და ჰორეკა სექტორის ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, გამართოს სასწორები და მოკრების ტერმინალები, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.

კურსის ღირებულება

COVID-19 ფასდაკლება
0
ლარი

400 ლარი
ღირებულება შემცირებულია სწავლების დინსტანციური რეჟიმის გამო

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი ჩანიშნული არ არის

მეცადინეობის დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი | 19:00 საათი
მეცადინეობის ფორმატი: ონლაინი, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

ამჟამად კურსზე მიღება არ წარმოებს.
* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნას, ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B1, Intermediate English) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (ადაპტირებული CompTIA).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right