კურსის აღწერა

Python შეიქმნა გვიდო ვან როსუმის მიერ 80-90-იანი წლების მიჯნაზე. პროგრამირების ეს ენა ხასიათდება კოდის ადვილი კითხვადობით და მარტივი სინტაქსით, რაც თავის მხრივ დამწყებებს აძლევს საშუალებას მეტი ყურადღება დაუთმონ პროგრამირების კონცეფციებს, ალგორითმებს და პარადიგმებს. ენის ეს თავისებურებები აძლევენ საშუალებას ნებისმიერ მსურველს ცადოს თავისი ძალები პროგრამირებაში და ამიტომაც Python მრავალი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებაში მიჩნეულია მოსწავლისთვის იდეალურ “პირველ” პროგრამირების ენად.

Python-ის წარმატება საგანამნათლებლო სექტორით არ შემოიფარგლება. PYPL და TIOBE რეიტინგებით 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით Python პირველ ადგილს იკავებს. TIOBE-ს ვერსიით Python “წლის პროგრამირების ენად” აღიარებული იყო 2007, 2010, 2018 და 2020 წლებში.

თანამედროვე კომერციულ და სამეცნიერო სექტორში Python ფართოდ გამოიყენება:

  • ვებ-დეველოპმენტში;
  • Machine Learning და AI (TensorFlow, scikit-learn, NLTK);
  • Big Data;
  • Game Development;
  • კიბერუსაფრთხოებაში;
  • მათემატიკაში (NumPy, SciPy, Pandas, SymPy) და ბიოლოგიაში (დნმ-ის სეკვენირება).

Python-ის ამ საბაზო 9 კვირიანი კურსის გავლით თქვენ გაერკვევით პროგრამირების პრინციპებში და მყარ საფუძველს შეიქმნით სამომავლო განვითარებაში, მათ შორის პროგრამირების სხვა ენების შესასწავლად საჭირო ფუნდამენტურ ცოდნას მოიპოვებთ.

კურსის პროგრამა

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს ტრენერის საავტორო კურსს, რომელიც დაფუძნებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე და ქართულ და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული მასალის და სახელმღვანელობის სინთეზზე.

პროგრამის ჩამოტვირთვა

ტრენერი

კურს უძღვება გამოცდილი დეველოპერი ანასტასია მაისურაძე, სამუშაო გამოცდილებით ისეთ კომპანიებში როგორიცაა: სს ოპპა OPPA და USAID საქართველო. თავის დროზე ანასტასია უძღვებოდა Python-ის პროექტებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ლექციებზე მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ მაგალითებსაც და ისწავლიან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად.

საშინაო დავალების სახით მსმენელები ეცნობიან დამატებით მასალას სხვადასხვა წყაროებიდან ან/და დამოუკიდებელი სამუშაოების სახით ეძლევათ დავალებები. ასევე, მათ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ Junior პროექტების ჭრილში სხვადასხვა პროგრამისა თუ ფუნქციონალის შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ცოდნის შესამოწმებლად კურსის მსვლელობისას პერიოდულად ტარდება ქვიზები. კურსის სახელმძღვანელოდ გამოყენებულია ლექტორის მიერ მოწოდებული მასალები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. კურსის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ილეთების გასამყარებლად შესრულდება ერთგვარი სიტუაციური ამოცანები, რომლებიც რეალურ დეველოპერულ მიდგომეზე იქნება დაფუძნებული.

კურსი ითვალისწინებს 1 შუალედერ გამოცდას, ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური გამოცდა, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მცირე პროექტს. პროექტის თემატიკის არჩევის საშუალება უშუალოდ სტუდენტზე იქნება დამოკიდებული.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს:

  • გააზრებული ექნება პროგრამირების ფუნდამენტური პრინციპები.
  • Შეეძლება   Python-ზე დაწერილ პროექტების საბაზისო კომპონენტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება.
  • ეცოდინება GitHub-ის, როგორც დეველოპერების ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო სივრცის, გამოყენება.

სერტიფიკატი გაიცემა იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და საბოლოო გამოცდაზე დააგროვებენ 60+ ქულას.

კურსის ღირებულება

კურსის მთლიანი ღირებულებაა 600 ლარი.
გადახდა წარმოებს ეტაპობრივად – თვეში ერთხელ (300 ლარი).

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2021 წლის 25 ნოემბერს. 

მეცადინეობის დღეები: ორშაბათი და ხუთშაბათი 19:30 საათი.
მეცადინეობის ფორმატი: ონლაინ, Google Meet-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

კურსზე მიღება წარმოებს 2021 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის ცოდნას.  ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B1, Intermediate English).