კურსის შესახებ

პერსონალური კომპიუტერების ოპერაციულ სისტემებს შორის მსოფლიოს მასშტაბით macOS მეორე ადგილს იკავებს Windows-ის შემდეგ. განსაკუთრებით შესამჩნევია მისი წილი განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ბიზნეს წრეებში.

Apple-ის პროდუქცია თანდათან მეტ პოპულარობას იძენს ქართულ ბიზნეს წრეებშიც – MacBook Air და MacBook Pro ნოუთბუქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოდელია. ეს ყოველივე კი ზრდის მოთხოვნას მათ ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

აღნიშნული 4 თვიანი კურსი საშუალებას აძლევს აიტი სპეციალისტებს გაერკვნენ macOS სისტემის მხარდაჭერის ყველა ძირითად ასპექტში – დაწყებული სისტემის პირველადი ინსტალაციით, დამთავრებული უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ქსელური სერვისების კონფიგურაციით.

კურსის პროგრამა

Apple Support

კურსის პროგრამა ადაპტირებულია და წარმოადგენს Apple-ის ოფიციალური კურსის macOS Support Essentials-ის მასალისა და ქართულ ორგანიზაციებში არსებული პრაქტიკის საავტორო სინთეზს, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს ერთდროულად მიიღოს როგორც თეორიული ცოდნა, ისე რეალურ ქეისებზე აგებული პრაქტიკული გამოცდილება.

ჩამოტვირთეთ კურსის პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერი

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

გარდა თეორიული ნაწილისა, ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

აღნიშნული კურსის ტრენერია Apple-ის სერთიფიცირებული სპეციალისტი რომან ჯახიაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს macOS სისტემების მხარდაჭერას F1-ის დისტანციური მხარდაჭერის გუნდში.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსის პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ მსენელები თეორიულ ინფორმაციასთან ერთად პრაქტიკაში შეძლებენ მიღებული ცოდნის სიმულაციურ ან რეალურ გარემოში გამოყენებას.

დამოუკიდებლად, სახლში შესასრულებლად მსენელებს მიეცემათ საშინაო დავალებები, ხოლო სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად და განვლილი მასალის შესამოწმებლად ჩატარდება ტესტირებები.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია Apple-ის ელექტრონული სახელმძღვანელო, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს პროგრამული მხარდაჭერა Apple-ს პერსონალურ კომპიუტერებს.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ macOS-ის ინსტალაცია და განახლება, კონფიგურაცია, მუშაობა Recovery-სთან და ტერმინალთან; Მომხარებელთა ანგარიშების შექმნა და მართვა; ასევე შეეძლებათ FileVault და უსაფრთხოების სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, ლოკალურ ქსელში Sharing-ის უზრუნველყოფა, სისტემური რესურსების მართვა; პროგრამების დაყენება და წაშლა, ქსელური სერვისების მართვა და პერიფერიის (მათ შორის პრინტერების) მუშაობის უზრუნველყოფა.

სერტიფიკატი გაიცემა იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და საბოლოო გამოცდაზე დააგროვებენ 75+ ქულას.

კურსის ღირებულება

კურსის ღირებულებაა 1,200 ლარი, ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში მსენელები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას.

0
ლარი

1200 ლარი
ადრეული რეგისტრაციის ფასდაკლება

გადახდა წარმოებს 4 ნაწილად, რაც თვეში შეადგენს 300 ან 240 ლარს.

  • ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით, ყველა მათგანი მიიღებს დამატებით 20%-იან ფასდაკლებას.

საორგანიზაციო საკითხები

სწავლის დაწყება: 2023 წლის 2 მარტი
მეცადინეობის დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი | 19:00 საათი

კურსზე წაროებს წინასწარი მიღება

* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია კურსზე

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right