კურსის შესახებ

შეაბიჯე ფეხი აიტიში ყველაზე სწრაფად!

აიტი მხარდაჭერის სპეციალისტის კურსის გავლა ყველაზე მოკლე გზაა ამ სფეროში ფეხის შესაბიჯებლად და პირველი სამსახურის დასაწყებად.

ჩვენს აკადემიაში ყველაზე პოპულარული კურსი Comptia A+ საფუძველზე შექმნილი აიტი სპეციალისტის 5 თვიანი პროგრამაა, რომლის სწავლების 8 წლიანმა გამოცდილებამ მიგვითითა, რომ საჭიროა უფრო მოკლე და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული კურსის არსებობაც, რომელიც ყველაზე მოკლე დროში აძლევს მონდომებულ ადამიანს საქმეში ჩართვის შესაძლებლობას.

განსხვავებით აიტი სპეციალისტის კურსისა, რომელიც წარმოადგენს დამწყები აიტი პროფესიონალის მომზადების საერთაშორისო სტანდარტს, სადაც მაქსიმალურად არის განხილული ყველა თეორიული ასპექტი და მასზე დაშენებული პრაქტიკული ამოცანები..

აიტი მხარდაჭერის სპეციალისტის კურსი კონცენტრირებულია ყოველდღიური კომპიუტერული პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევებზე და თეორიული ასპექტები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განიხილება.

2 თვიანი კურსი მსმენელს აძლევს საკმარის პრაქტიკულ ცოდნას სახლის ან მცირე ზომის ორგანიზაციის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, ასევე მაღალი კომპეტენციის მქონე აიტი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ დამხმარე სპეციალისტად მუშაობის უნარებს.

კურსის პროგრამა

კურსის პროგრამა წარმოადგენს Google IT Support Specialist-ის, CompTIA ITF+-ს სასწავლო პროგრამების და აიტი სერვისების კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისი-ის პრაქტიკული გამოცდილების საავტორო სინთეზს.

ჩამოტვირთეთ კურსის პროგრამა

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისიის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

სწავლების მეთოდოლოგია

კურსის მოდულები შედგება მცირე თეორიული შესავლის და პრაქტიკული მეცადინეობის ნაწილებისგან. პრაქტიკულ ნაწილს დროის მეტი წილი ეთმობა, რომლის დროსაც მსენელები სიმულაციურ და რეალურ გარემოში ასრულებენ სხვადასხვა ოპერაციებს დამოუკიდებლად.

სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად [მოდულებს შორის] ტარდება ტესტირებები და მოწმდება შეძენილი ცოდნა.

სახელმძღვანელოებად გამოყენებულია საავტორო მასალები, ხოლო დამხმარე მასალად CompTIA-ს, Google-ის, Microsoft-ის ინგლისურენოვანი ტექსტური და ვიდეო მასალები.

ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულად – პარალელურად როგორც აკადემიაში (თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა; ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”), ასევე ონლაინ პლატფორმა Microsoft Teams-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება გაუწიოს მარტივი აიტი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს: მოაგვაროს ყველაზე ხშირი პრობლემები მარტივ შიდა ქსელში, მოაგვაროს ყველაზე ხშირი პრობლემები ოპერაციულ სისტემებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში, გადააყენოს ოპერაციული სისტემა, დააყენოს და გამართოს აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა, დააკავშიროს პერიფერიული მოწყობილობები, შეცვალოს პერსონალური კომპიუტერის ნაწილები და ა.შ.

სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების 80%-ს და ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას არანაკლებ 75 ქულაზე.

საუკეთესო მსენელები შეძლებენ გაიარონ 1 თვიანი სტაჟირება F1 – კომპიუტერულ სერვისი-ში

კურსის ღირებულება

კურსი დაფინანსებულია F1 – კომპიუტერული სერვისი-ის მიერ და მიზნად ისახავს მონდომებული ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

500
ლარი

500 ლარი
სრულად დაფინანსებული კურსი

  • ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ასეთ შესაძლებლობას

საორგანიზაციო საკითხები

სწავლის დაწყება: 2023 წლის 2 თებერვალი
მეცადინეობის დღეები: სამშაბათი- ხუთშაბათი | 19:00 საათი; შაბათი | 12:00 საათი

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 23 იანვრის ჩათვლით

* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).

რეგისტრაცია კურსზე