კურსის აღწერა
VMware პროდუქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვირტუალიზაციის ყველაზე ცნობილ და ფართოდ გავრცელებულ გადაწყვეტებად არის მიჩნეული. საქართველოშიც უამრავი კომპანია თავის ინფრასტრუქტურას სწორედ VMware vSphere გადაწყვეტილებებს ანდობს.
მოცემული კურსი მსმენელს საშუალებას მისცემს გაერკვეს კომპანია VMware-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტის VMware vSphere საფუძვლებში, დაეუფლოს მის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან ფუნქციებს.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ სწორად დაგეგმონ, გამართონ და მართონ მცირე და საშუალო დატაცენტრების, ორგანიზაციების ვირტუალური ინფრასტრუქტურა. ასევე, კურსის გავლის შემდეგ, მარტივად შეძლებთ უკვე არსებული ვირტუალური სერვერული ინფრასტრუქტურის მართვას, ოპტიმიზაციას და პრობლემების აღმოფხვრას მისი არსებობის შემთხვევაში.
კურსის პროგრამა
კურსის პროგრამა წარმოადგენს VMware-ის ოფიციალური კურსების მასალისა (VMware VCP) და ქართულ ორგანიზაციებში არსებული პრაქტიკის საავტორო სინთეზს, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს ერთდროულად მიიღოს როგორც თეორიული ცოდნა, ისე რეალურ ქეისებზე აგებული შემთხვევების ანალიზი.
ტრენერი
კურს უძღვება გამოცდილი სისტემური ადმინისტრატორი გიორგი კუცია. იგი მუშაობს ისეთ კომპანიებში როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და ქარვა (Silk TV)
სწავლების მეთოდოლოგია
ლექციებზე მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად გაივლიან პრაქტიკულ მაგალითებსაც და ისწავლიან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ გარემოში. ლექციებზე მუდმივად ტარდება პრაქტიკული სამუშაოები, ე.წ. “ლაბორატორიული სამუშაოები”, რაც მასალის ათვისებაში დაეხმარება მსმენელს.
საშინაო დავალების სახით, მსმენელები გაეცნობიან დამატებით მასალას სხვადასხვა წყაროებიდან და ასევე დამოუკიდებელი სამუშაოების სახით მიეცემათ დავალებები.
კურსის სახელმძღვანელოდ გამოყენებულია ელექტრონული წიგნები (ინგლისურ ენაზე), ოფიციალური დოკუმენტაციები, ვიდეო მასალები და ასევე სხვა დამხმარე რესურსები, მათ შორის სიმულაციის საშუალებები.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად მოემსახუროს მცირე ან საშუალო ზომის ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციას.
კურსდამთავრებულს შეეძლება [ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად] ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ინსტალაცია, მისი ადმინისტრირება, ოტიმიზაცია, მაღალი წარმადობისა და მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემების აწყობა, მისი დაცვა და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების დიაგნოსტირება და აღმოფხვრა.
მსმენელებს ასევე ექნებათ საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა სწავლის შემდგომ გასაღრმავებლად.
სერტიფიკატი გაიცემა იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და საბოლოო გამოცდაზე დააგროვებენ 70+ ქულას.
კურსის ღირებულება
კურსის ღირებულებაა 400 ლარი /თვეში
ერთიანი გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება – 640 ლარი
აკადემიის კურსდამთავრებულთათვის – 300 ლარი /თვეში, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 500 ლარი.
უახლოესი დაგეგმილი კურსი
სწავლის დაწყება: 2023 წლის 10 ოქტომბერი
მეცადინეობის დღეები: სამშაბათი (19:00 საათი) და შაბათი (12:00 საათი)
მეცადინეობის ფორმატი: აკადამიის აუდიტორია (თბილისი, ბიზნეს ცენტრი ‘ატრიუმი’).
* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.
სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნას, ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B1, Intermediate English) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (ადაპტირებული CompTIA).