ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მას შემდეგ რაც ჩვენი საქმიანი და პირადი ურთიერთობების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კიბერსივრცეში გადაინაცვლა, იზრდება ის რისკებიც, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას ახლავს თან:

  • პერსონალური მონაცემების გაჟონვა,
  • უნებართვო წვდომა პირად/საქმიან ინფორმაციაზე,
  • ფიშინგი, ფროდი და ონლაინ თაღლითობის სხვა ფორმები,
  • ვირუსები, შიფრატორები და სხვა პროგრამული დამაზიანებლები.

ამის წინააღმდეგ ბრძოლა ორი მიმართულებით არის საჭირო: ერთის მხრივ, აიტი სპეციალისტების მიერ კომპიუტერული ინფრასტრუქტურის სათანადო გამართულობის უზრუნველყოფა კიბერსაფრთხეების მაქსიმალური განეიტრალებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებლის გათვითცნობიერება.

კიბერდანაშაულების დროს ხდება ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება: უყურადღებობა, სიზარმაცე, ცოდნის ნაკლებობა და ამის საფუძველზე ხშირად მომხმარებელი სუსტ რგოლად გადაიქცევა ხოლმე სისტემაში

კიბერდამნაშავეები იყენებენ მომხმარებლების გაუთვითცნობიერებულობას და მარტივად აგებენ მათ ხაფანგში: დავირუსებული ფაილის გადმოწერა, რომლის საშუალებითაც დამნაშავეს ეხსნება წვდომა პერსონალურ კომპიუტერზე, შენიღბულ ბმულებზე დაკლიკება, რაც ცალკეულ ინფორმაციაზე წვდომის საფუძველი შეიძლება გახდეს და ა.შ.

გამოსავალი

გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სწორი მართვის და უსაფრთხოების სხვადასხვა ღონისძიებების გატარებისა, საჭიროა ორგანიზაციაში კიბერჰიგიენის კულტურის შექმნა.

საჭიროა ორგანიზაციაში მუდმივად ხდებოდეს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით, მათთვის პრაქტიკული წესების და ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების სწავლება

ამის გათვალისწინებით შევქმენით მინი ტრენინგი “კარგი მომხმარებელი”, სადაც მსმენელები უკეთ გაერკვევიან კიბერსაფრთხეებში და ასევე დაეუფლებიან მათი თავიდან აცილების თეორიულ ბაზისებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ტრენინგის პროგრამა

პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს ორგანიზაციებს შეცვალოს ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა ქცევა – შეამციროს ადამიანური შეცდომები და გახდეს კიბერსაფრთხეებისგან უფრო დაცული.

  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • ელ-ფოსტასთან დაკავშირებული უსაფრთხოება
  • რთული პაროლები და მუშაობა Password Manager-ებთან
  • მრავალდონიანი (ორსაფეხურიანი) აუთენთიფიკაცია
  • WiFi ინტერნეტის უსაფრთხოება
  • სარეზერვო ასლები
  • ფაილების შიფრაცია

მავნე პროგრამები

  • მავნე პროგრამების ტიპები და მათი სახეები
  • მავნე პროგრამებისგან თავის არიდება

სოციალური ინჟინერია

  • ფიშინგი და მისგან დაცვა
  • სპამი
  • სახიფათო მიმაგრებული ფაილები
  • სოციალური ინჟინერიის სხვა მეთოდები
  • ანტივირუსები და სხვა დამცავი ბარიერები
  • პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მნიშვნელობა
  • კიბერსივრცეში უსაფრთხო ქცევის წესები
  • სიმულაციური სავარჯიშოები

სწავლების მეთოდოლოგია

ტრენინგი 2 საათიანია და შედგება როგორც სალექციო ნაწილისგან, ისე ონლაინ ტრენაჟორებზე სიმულაციების სახით ჩასატარებელი პრაქტიკული ნაწილისგან.

მსმენელებს ექნებათ წვდომა როგორც საავტორო სასწავლო მასალაზე (ქართულ ენაზე), ისე საერთაშორისოდ აღიარებულ მასალებზე (ინგლისურ ენაზე).

ტრენინგის ბოლოს მსმენელები გაივლიან მოკლე ტესტს. 70 ან მეტი ქულის აღების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

ტრენინგის ღირებულება

ტრენინგის ღირებულება მსმენელზე 100 ლარია.

0
ლარი

ორგანიზაციებისთვის მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს ფასდაკლება.

F1 – კომპიუტერული სერვისის კლიენტი კომპანიებისთვის – უფასო.

საორგანიზაციო მიზნებისთვის დაუკავშირდით თქვენს ორგანიზაციაზე მომაგრებულ აიტი მენეჯერს.

რეგისტრაცია

ტრენინგი 1 დღიანია და შედგება ყოველ ხუთშაბათს 19:00 საათზე.

კვირა-გამოშვებით:

  • ონლაინ ფორმატში – ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა)

  • ოფლაინ ფორმატში – აიტი აკადემიის სატრენინგო ოთახში

რეგისტრაცია მიმდინარეობს ღია რეჟიმში

პერსონალური რეგისტრაცია
რეგისტრაცია ორგანიზაციებისთვის