კურსი განკუთვნილია Microsoft 365-ის მთავარი ინსტრუმენტების: ელ-ფოსტის, კომუნიკატორის და ფაილსაცავის უსაფრთხო და ეფექტიანი მოხმარების შესასწავლად.
პროგრამა
Outlook on the web
- ელ-ფოსტის გაგზავნა, მიღება და ორგანიზება.
- კალენდრის გამოყენება შეხვედრების დასაგეგმად და ღონისძიებების სამართავად.
- კონტაქტების დამატება, ორგანიზება და ჯგუფების გამოყენება.
- ელ-ფოსტის გადამისამართება, ხელმოწერის დაყენება, არასამუშაო შეტყობინების დაყენება და პროდუქტიულობის სხვა ფუნქციები.
Microsoft Teams
- ნავიგაცია Teams-ში – არხებსა და ჩანართებში.
- ონლაინ ჩატის, ვიდეო ზარებისა და შეხვედრების დაგეგმვის გამოყენება.
- ფაილების გაზიარება, ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და ინტეგრირებული აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა Planner ან Whiteboard.
- გუნდებში გაწევრიანება, ორგანიზება, უფლებებისა და პარამეტრების მართვა.
OneDrive
- ფაილების ატვირთვა, ორგანიზება და წვდომა ნებისმიერი ადგილიდან.
- ფაილების ან საქაღალდეების გაზიარება სხვებთან, უფლებების მითითება და ბმულით გაზიარება.
- ფაილების სინქრონიზაცია მოწყობილობებს შორის და მათზე ოფლაინ წვდომა.
- ვერსიების ისტორიის გამოყენება, წაშლილი ფაილების აღდგენა და ფაილის ვერსიების მართვა.
მეთოდოლოგია
კურსი 2 საათიანია და ტარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით.
კურსის ბოლოს მოკლე ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.
ღირებულება
კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე 100 ლარია.
ორგანიზაციებისთვის მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს ფასდაკლება.
F1 – კომპიუტერული სერვისის აიტი აუთსორსინგის მომხმარებლებისთვის კურსი უფასოა.