1 დღიანი კურსი

კურსი განკუთვნილია Microsoft 365-ის მთავარი ინსტრუმენტების: ელ-ფოსტის, კომუნიკატორის და ფაილსაცავის უსაფრთხო და ეფექტიანი მოხმარების შესასწავლად.

პროგრამა

Outlook on the web

  • ელ-ფოსტის გაგზავნა, მიღება და ორგანიზება.
  • კალენდრის გამოყენება შეხვედრების დასაგეგმად და ღონისძიებების სამართავად.
  • კონტაქტების დამატება, ორგანიზება და ჯგუფების გამოყენება.
  • ელ-ფოსტის გადამისამართება, ხელმოწერის დაყენება, არასამუშაო შეტყობინების დაყენება და პროდუქტიულობის სხვა ფუნქციები.

Microsoft Teams

  • ნავიგაცია Teams-ში – არხებსა და ჩანართებში.
  • ონლაინ ჩატის, ვიდეო ზარებისა და შეხვედრების დაგეგმვის გამოყენება.
  • ფაილების გაზიარება, ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და ინტეგრირებული აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა Planner ან Whiteboard.
  • გუნდებში გაწევრიანება, ორგანიზება, უფლებებისა და პარამეტრების მართვა.

OneDrive

  • ფაილების ატვირთვა, ორგანიზება და წვდომა ნებისმიერი ადგილიდან.
  • ფაილების ან საქაღალდეების გაზიარება სხვებთან, უფლებების მითითება და ბმულით გაზიარება.
  • ფაილების სინქრონიზაცია მოწყობილობებს შორის და მათზე ოფლაინ წვდომა.
  • ვერსიების ისტორიის გამოყენება, წაშლილი ფაილების აღდგენა და ფაილის ვერსიების მართვა.

მეთოდოლოგია

კურსი 2 საათიანია და ტარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით.

კურსის ბოლოს მოკლე ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.

ღირებულება

კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე 100 ლარია.
ორგანიზაციებისთვის მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს ფასდაკლება.

F1 – კომპიუტერული სერვისის აიტი აუთსორსინგის მომხმარებლებისთვის კურსი უფასოა.

რეგისტრაცია

2024 წელს დაგეგმილი კურსები:

  • 15 ოქტომბერი
  • 29 ოქტომბერი
  • 12 ნოემბერი
  • 26 ნოემბერი
  • 10 დეკემბერი
  • 24 დეკემბერი
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?

  1. აირჩიეთ: თვე, აქტიური თარიღი და საათი;
  2. შემდეგ, შეიყვანეთ თქვენი მონაცემები: სახელი გვარი, ელ-ფოსტა, მობილური და დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელწოდება;
  3. დააჭირეთ დასრულების ღილაკს.

რა მოხდება როცა რეგისტრაციას გაივლით?

  1. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ დადასტურების წერილს თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე;
  2. დადასტურების წერილშივე იქნება Zoom-ის ბმული, რომელიც გააქტიურდება შესაბამის დროს და თქვენ შეძლებთ კურსზე დასწრებას.