კურსი განკუთვნილია Microsoft-ის პოპულარულ ტექსტურ რედაქტორ Word-თან ეფექტიანი მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად.
პროგრამა
დოკუმენტის შექმნა და მართვა
- ფაილის მართვა (გახსნა, შენახვა, ექსპორტი PDF ფორმატში)
- PDF დოკუმენტის გახსნა რედაქტირებისთვის
- ახალი დოკუმენტის შექმნა შაბლონებით
- დოკუმენტის დაცვა პაროლის საშუალებით და დოკუმენტის რედაქტირების შეზღუდვა
- კომენტარების გამოყენება
ფორმატირება
- შრიფტების არჩევა და ტექსტის ფორმატირება (Bold, Italic, Underline, Color)
- ტექსტის დახარისხება და ინტერვალის მართვა
- სტილების გამოყენება (Styles) და ავტომატური ფორმატირება
- ტექსტის სვეტებად ფორმატირება (Columns)
- განლაგების პარამეტრები: გვერდის ზომა, საზღვრები
გრაფიკული ელემენტების ჩასმა და ფორმატირება
- სურათების, გრაფიკების და ფიგურების ჩასმა და რედაქტირება
- დიაგრამების (Charts) და გრაფიკული ელემენტების (SmartArt) გამოყენება
ცხრილები და მონაცემების ორგანიზაცია
- ცხრილების შექმნა, სვეტების და სტრიქონების დამატება/ამოღება
- ცხრილების ფორმატირება, სტილის არჩევა (Table Styles)
მეთოდოლოგია
კურსი 2 საათიანია და ტარდება ონლაინ, Zoom-ის საშუალებით.
კურსის ბოლოს მოკლე ტესტის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.
ღირებულება
კურსის ღირებულება ერთ მსმენელზე 50 ლარია.
ორგანიზაციებისთვის მსმენელთა რაოდენობის შესაბამისად მოქმედებს ფასდაკლება.
F1 – კომპიუტერული სერვისის აიტი აუთსორსინგის მომხმარებლებისთვის კურსი უფასოა.