კურსის აღწერა
მოცემული კურსი საშუალებას აძლევს მსმენელს უმოკლეს ვადებში დაეუფლოს საოფისე პროგრამებში მუშაობის ბაზისურ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია საოფისე საქმიანობისას ძირითადი ოპერაციების შესასრულებლად.
კურსი განიხილავს ორგანიზაციებში ყველაზე ხშირად გამოყენებად 4 პროგრამას: ტექსტურ რედაქტორ Word-ს, ცხრილურ რედაქტორ Excel-ს, პრეზენტაციებთან სამუშაო პროგრამა PowerPoint-ს და საფოსტო კლიენტ Outlook-ს.
პროგრამა
MS Word (3 შეხვედრა)
- პროგრამის ინტერფეისში ნავიგაცია, პროგრამის ძირითადი პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე;
- დოკუმენტის მასშტაბთან მუშაობა, დოკუმენტის ამობეჭდვა სხვადასხვა ხერხით და მოცულობით, დოკუმენტის დაცვა პაროლით გახსნაზე ან/და რედაქტირებაზე;
- დოკუმენტის ფორმატირება ფონტის, პარაგრაფის ან სტილების დონეზე;
- გრაფიკული ელემენტების ჩასმა და დამუშავება სპეციალური ინსტრუმენტებით;
- დოკუმენტის გვერდების დანომვრა;
- დოკუმენტის სარჩვის შექმნა და განახლება;
- დოკუმენტში ცხრილების ჩასმა და მათ დამუშავება.
MS PowerPoint (2 შეხვედრა)
- პროგრამის ინტერფეისში ნავიგაცია, პროგრამის ძირითადი პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე;
- პრეზენტაციის სლაიდების დამატება, წაშლა, დამალვა და გადაადგილება;
- პრეზენტაციაში ინფორმაციის განლაგება სტრუქტურულად ან თავისუფალ სტილში;
- პრეზენტაციაში გრაფიკული ელემენტების (სურათები, ვიდეო) ჩასმა და მათ დამუშავება პროგრამის ინსტრუმენტებით;
- პრეზენტაციის აუდიო მასალებით და აუდიო ეფექტებით გამდიდრება;
- პრეზენტაციის სპეცეფექტებით გამდიდრება (Transition, Animation);
- პრეზენტაციის ჩვენებაზე გაშვება, ჩვენების დროს პრეზენტაციის მართვა.
MS Excel (4 შეხვედრა)
- პროგრამის ინტერფეისში ნავიგაცია, პროგრამის ძირითადი პარამეტრების მორგება მუშაობის საკუთარ სტილზე;
- ფაილში ინფორმაციის ორგანიზაცია ფურცლებზე, ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა ხერხით, დოკუმენტის ამობეჭდვა, ინფორმაციის დაცვა გახსნაზე ან/და რედაქტირებაზე;
- ფორმულების შედგენა საერთო პრინციპებზე დაყრდნობით, ყველაზე ხშირი ფუნქციების გამოყენება (SUM, AVERAGE, MAX, MIN, COUNT და ა.შ.);
- IF ფუნქციის და რთული IF ფუნქციის გამოყენება;
- მონაცემების დახარისხება Table-ით, დაიგრამების აგება და დამუშავება.
MS Outlook (1 შეხვედრა)
- წერილის გაგზავნა, მათ შორის რამდენიმე ადრესატთან;
- კონტაქტებთან მუშაობა;
- ფაილების მიმაგრება და მიმაგრებულ ფაილებთან მუშაობა;
- წერილების დახარისხება, წერილების ფილტრაცია.
ტრენერი
საოფისე პროგრამების კურს უძღვება კომპანია F1-ის გამოცდილი აიტი სპეციალისტი – რომან ჯახიაშვილი, რომელიც სპეციალიზებულია მომხმარებლებისთვის საოფისე პროგრამებში დისტანციური მხარდაჭერის კუთხით.
მას ასევე აქვს საუნივერსიტეტო ფორმატით საოფისე პროგრამების სწავლების 8 წლიანი გამოცდილება.
კურსის ხანგრძლივობა
აღნიშნული კურსი შედგება 10 ლექციისგან. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ და თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე მიღებული შედეგების შესაბამისად გაიცემა სერთიფიკატი.
კურსის ღირებულება
კურსის ღირებულებაა 250 ლარი.