FILE OWNERSHIP

წინა ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ file permission-ებზე ანბანურ ნოტაციაში, თუმცა ფერმიშენების ზუსტი მინიჭებისთვის მნიშნველოვანი განვსაზღვორთ ვინ არის ზუსტად ის user, group და other ამა თუ იმ კონკრეტული ფაილისთვის თუ ფოლდერისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ფოლდერიც კი ლინუქსისთვის ფაილია (რა თქმა უნდა სპეციფიკური, მაგრამ მაინც ფაილი)

ლინუქსში ყველა ფაილს (ფოლდერს) აქვს მფლობელი იუზერი (User Owner) და მფლობელი ჯგუფი (Group Owner). ახალი ფაილის შექმნისას მისი შემქნელი იუზერი ხდება User Owner, ხოლო Group Owner ხდება იუზერის მიმდინარე ჯგუფი. თანამდეროვე  სისტემებში, როგორც წესი იუზერი ეკუთვნის თავისივე სახელის მქონე პრივატულ ჯგუფს და ზუსტად ეს ჯგუფი ითვლება იუზერის დეფოლთ ჯგუფად. იმისთვის რომ გაარკვიოთ რა ID აქვს თქვენ იუზერს, ჯგუფს და ა.შ. საკმარისია ბრძანება id

თუ იუზერი გაწევრიანებულია რამდენიმე ჯგუფში, მაშინ მას შეუძლია შეცვალოს მიმდინარე ჯგუფი ბრძანებით sg (switch GID) და შემდგომ შექმნას ფაილი და ფოლდერი. ასეთ შემთხვევაში ახლად შემქნილი ფაილის/ფოლდერის მფლობელი ჯგუფი უკვე სხვა იქნება. იმისთვის რომ დაუბრუნდეთ წინა ჯგუფს საკმარისია აკრიფოთ ბრძანება exit

გაითვალისწინეთ რომ ყოველი sg გამოყენებისას სისტემა ხსნის ახალ-ახალ shell-ს. შესაბამისად მნიშნველოვანია exit-ის გამოყენება და არა ისევ sg-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი shell დავტოვოთ გახსნილი, რაც სერვერის რესურსების ამოწურვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

 

File Ownership-ის შეცვლა

 

ლინუქსში არსებობს 2 ბრძანება ფაილის ან ფოლდერის Ownership-ის შეცვლისთვის.

Chown

ბრძანება chown შეიქმენა სპეციალურად ფაილის მფლობელი იუზერის შეცვლისთვის, თუმცა ამ ბრძანებას შეუძლია შეცვალოს არამარტო იუზერი, არამედ ჯგუფიც ან ორივე ერთად. თუ ცვლით იუზერსაც და ჯგუფსაც ერთდროულად მაშინ ბრძანებაში ისინი უნდა გაყოთ წერტილით (.) ან ორი წერტილით (:). თუ ცვლით მარტო იუზერს, მაშინ არანაირი გამყოფის გამოყენება არ დაგჭირდებათ. თუ ცვლით მარტო ჯგუფს მაშინ ჯგუფის სახელს მაინც უნდა უსწრებდეს წინ გამყოფი. რა თქმა ის იუზერიც და ჯგუფიც, რომელზეც გადაგაქვთ ფაილის მფლობელობის უფლებები უკვე უნდა არსებობდეს.

Chgrp

ბრძანება chgrp შექმნილია სპეციალურად მფლობელი ჯგუფის შეცვლისთვის. იუზერს შეუძლია შეცვალოს ფაილის მფლობელი ჯგუფი ნებისმიერ ჯგუფზე, რომელშიც თვითონ არის გაწევრიანებული. Root-ს რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ჯგუფი მიუთითოს შეცვლის დროს. ნეწფი