წინა სტატიაში ჩვენ ვნახეთ მარტივი ბრძანებები, როგორიცაა pwd, date, cal

მაგრამ ლინუქსის ყველა ბრძანება როდია ასეთი მარტივი კონსტრუქციის. მაგალითად ბრძანება ls საკმაოდ ბევრი დამატებითი ოფცია გააჩნია.

ბრძანება ls გამოიტანს მოცემული current working directory -ს შიგთავსს, ხოლო ls -a  კი current working directory -ს შიგთავსს დამალული ფაილებით თუ ფოლდერებითურთ.

 

ფაილის ტიპის განსაზღვრისთვის ლინუქსში გამოიყენება file ბრძანება მაგალითად, თუ ჩვენ დესკტოპზე გვაქვს ფაილი example.file  და გვინდა გავიგოთ თუ რა ტიპის ფაილთან გვაქვს საქმე ჩვენ უნდა ავკრიფოთ file example.file (ვინაიდან მოცემულ მაგალითში ჩვენ უკვე ვიმყოფებით დესკტოპზე)

ლინუქსში ყველა პარამეტრი საბოლოო ჯამში ტექსტურ ფაილშია გაწერილი. ამიტომ კონფიგურაციის ფაილების სანახავად ჩვენ დაგვჭირდება less ბრძანება.  დავუშვათ ჩვენ გვაქვს რაიმე myconfig.conf კონფიგურაციის ფაილი. მის დასათვალიერებლად უნდა ავკრიფოთ less myconfig.conf, რათა ტერმინალში გაიხსნას მისი შიგთავსი. მოცემული კონფიგის დათვალიერება ჩვენ შეგვეძლება ზევით და ქვემოთ სქროლვით დავათვალიეროთ ფაილი. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ less ბრძანება სრულდება ტერმინალის იმავე ფანჯარაში. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ტერმინალს და დავხუროთ გახსნილი ფაილი, კლავიატურაზე უნდა დავაჭიროთ Q-ს. თუ გინდათ ნახოთ თუ რისი გაკეთება შეუძლია less ბრძანებას დააჭირეთ კლავიატურაზე H-ს.

ისტორიული ცნობა: less ბრძანება წარმოადგენს Unix-ში ძველად არსებული more ბრძანების გაუმჯობესებულ ვერსიას. მაგალითად more ბრძანებას შეეძლო მხოლოდ წინ გადაეფურცლა ფაილი, ხოლო less ბრძანებას მსგავსი შეზღუდვა როგორც ვნახეთ არ გააჩნია.