დისკურ სივრცეზე ინფორმაციის მიღება ერთ-ერთი მნიშნველოვანი ამოცანია ლინუქსის სერვერის ადმინისტრირებისას. ამისთვის ლინუქსში არსებობს მძლავრი ბრძანება df, რომელიც იშიფრება, როგორც “disk filesystem“. იგი გამოიყენება ლინუქსის სისტემაში ფაილურ სისტემებზე (დისკებზე) არსებული და გამოყენებული სივრცის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ სტატიაში შევეცდები აღვწერო “df” ბრძანების გამოყენება პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით.
ინფორმაციის ჩვენება
df ბრძანების გამოყენებით ჩვენ ვხედავთ საერთო სურათს, რა ფაილური სისტემებია, რამდენია დაკავებული თითო ფაილური სისტემაში (მათ შორის პროცენტებშიც) და რამდენია თავისუფალი. როგორია მაუნთპოინტები. ინფორმაციას ზომებზე ვიღებთ 1K ბლოკებში, რაც შეიძლება ძნელი აღსაქმელი იყოს
“-h” პარამეტრის გამოყენება (df -h) დისკური სივრცის სტატისტიკას “ადამიანისთვის გასაგებ” ფორმატში აჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დეტალებს გვაწვდის ბაიტებში, მეგაბაიტებში და გიგაბაიტებში.
df -a გვაჩვენებს ყველა ფაილურ სისტემას, მათ შორის ფსევდოს (ფიქტიურს), მიუწვდომელს და დუბლიკატს
-T არგუმენტს გამოაქვს ინფორმაცია გამოყენებული ფაილური სისტემის ტიპის შესახებ
კონკრეტული ტიპის ფაილური სისტემის მქონე დისკებზე ინფორმაციის მისაღებად ვიყენებთ არგუმენტ -t რის შემდეგადაც ვუთითებთ სასურველ ფაილურ სისტემას. მაგალითად:
df -h -t tmpfs
თუ საჭიროა მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტული დირექტორიის შესახებ შეგვიძლია ის პირდაპირ მივუთითოთ
df -h /home
თუ პირიქით გვჭირდება ყველა ფაილური სისტემის ჩვენება რომელიმეს გამოტოვებით შეგვიძლია ის მივუთითოთ -x-ს მერე როგორც ნაჩვენებია სურათში:
იმისთვის, რომ მივიღოთ ჯამური ინფორმაცია ჩვენ დისკურ სივრცეებზე გამოგვადგება ბრძანება:
df -h –total
grep-ს დახმარებით კი უფრო შედეგს უფრო “სუფთად” მივიღებთ
df -h –total|grep ^total
დამატებითი ინფორმაციის მიღება df-ზე შეიძლება არგუმენტ –help -ით ან man df-თი
Leave A Comment