
კურსის აღწერა
კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის 4 თვიანი კურსი წარმოადგენს დარგის ბაზისურ კურსს, რომელიც პირველი საფეხურია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ფეხის შესაბიჯებლად. კურსის აკადემიური ხასიათი მსენელს აძლევს კომპლექსურ და საფუძვლიან თეორიულ ცოდნას.
პროგრამა
კურსის პროგრამა წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო სტანდარტად აღიარებული CompTIA A+-ის პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს. A+ დონის ცოდნა და კომპეტენცია მოითხოვება Dell-ში, Intel-ში, Lenovo-ში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში აიტი სპეციალისტად მუშაობის დასაწყებად.
ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები
აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1 – კომპიუტერული სერვისის-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.
სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა
ლექციებზე მსმენელები მაქსიმალურად დაამუშავებენ თემას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს, ხოლო საშინაო დავალებების სახით გაეცნობიან დამატებით მასალას. სწავლის მუდმივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად ჩატარდება ტესტირებები, რომლის საშუალებითაც მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ შეძენილი ცოდნა.
სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.
ლექციები ჩატარდება ჰიბრიდულად – როგორც აკადემიაში (თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა; ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”), ასევე ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა.
საორგანიზაციო კომუნიკაციისთვის გამოიყენება დახურული Facebook ჯგუფი.
სტაჟირება
ყველა მსმენელი, რომელიც წარმატებით დაძლევს პირველ (Hardware) და მეორე (Software) მოდულს, გაივლის სტაჟირებას კომპიუტერული სერვისის კომპანია F1-ში.
კურსის შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.
ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.
სერთიფიკატები გაიცემა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც დაესწრებიან ლექციების მინიმუმ 80%-ს და აკადემიის საგამოცდო ოთახში (თბილისი, ალექსიძის 3) ჩააბარებენ ფინალურ გამოცდას არანაკლებ 75 ქულაზე.
კურსის ღირებულება და გადახდის გრაფიკი
საშემოდგომო კურსის ღირებულებაა 800 ლარი, ნაცვლად კურსის სტანდარტული ღირებულებისა (1,000 ლარი), ხოლო გადახდა წარმოებს ეტაპობრივად – თვეში ერთხელ (200 ლარი).
F1 – ზრუნვის ფონდი დააფინანსებს ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სოციალური მდგომარეობის ან სხვა მიზეზთა გამო არ აქვთ საშუალება თავად დაფარონ სწავლის ღირებულება *
* სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევა 5 მსმენელი და მათ სრულად დაუფინანსდებათ კურსი.
უახლოესი დაგეგმილი კურსი
უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2021 წლის 11 ოქტომბერს.
მეცადინეობის დღეები: ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი | 19:00 საათი
კურსზე მიღება წარმოებს 2021 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ საბაზისო ინგლისური ენის ცოდნას (B1, Intermediate English).