სისტემის უსაფრთხოების კონტროლი მოითხოვს ადმინისტრატორისგან შესაძლებლობას ნახოს ვინ და საიდან დალოგინდა ან ვერ დალოგინდა სისტემაში. ასეთი შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე მომხდარი კიბერინციდენტის გამოძიების დროსაც. საბედნიეროდ ლინუქსს აქვს რამოდენიმე ლოგი, კონკრეტულად:
var/log/wtmp – ბოლო ლოგონები
/var/run/utmp – მიმდინარე ლოგონები
/var/log/btmp – წარუმატებელი ლოგონები
ამ ლოგების კომფორტული შემოწმებისთვის არსებობს ბრძანება
last
კონკრეტული იუზერის ბოლო დალოგინების მონაცემებს ნახავთ ბრძანებით
last %username%
სადაც %username% რა თქმა უნდა კონკრეტული იუზერის სახელია.
დალოგინების IP-ს ნახვისთვის აკრიფეთ ბრძანება
last -i
თუ საჭიროა მხოლოდ ბოლო 5 დალოგინების ნახვა მაშინ ბრძანება იქნება:
last -5
last ბრძანებას შეუძლია ასევე გაჩვენოთ დალოგინებების ისტორია დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
მაგალითად ბრძანება:
last -s yesterday -t today
გაჩვენებთ დალოგიენების ისტორიას გუშინდლიდან დღემდე. გარდა today და yesterday-ს ბრძანებას შეუძლია აღიქვას შემდეგი დროები:
YYYYMMDDhhmmss
YYYY-MM-DD hh:mm:ss
YYYY-MM-DD hh:mm (seconds will be set to 00)
YYYY-MM-DD (time will be set to 00:00:00)
hh:mm:ss (date will be set to today)
hh:mm (date will be set to today, seconds to 00)
now
yesterday (time is set to 00:00:00)
today (time is set to 00:00:00)
tomorrow (time is set to 00:00:00)
+5min
-5days
წარუმატებელი დალოგინების მცდელობების სანახავად გამოგადგებათ ბრძანება
lastb
Leave A Comment