Windows-ის რეანიმაციისთვის და ინფორმაციის ამოსაღებად არსებობს ბევრი სპეციალიზებული live cd, როგორიცაა მაგალითად strelec და უკვე კლასიკად ქცეული Hiren Boot. მაგრამ თუ სპეციალიზებული უტილიტები არაა ხელმისაწვდომი ან ვერ ამართლებენ მოლოდინებს შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ლინუქსი.
Windows დისკების მიმაუნტება
როგორც წესი ლინუქსი ავტომატურად ამაუნტებს ყველა ვინდოუს ფართიშენს. საკმარისია უბრალოდ დააწკაპუნოთ სასურველ ფართიშენზე ლინუქსის ფაილ მენეჯერში. თუმცა ვინდოუს 10თან შეიძლება პრობლემა შეიქმნას. საქმე იმაშია, რომ სტანდარტულად ვინდოუს 10ს აქვს ჩართული ჰიბრიდული ჰიბერნაცია, და ამის გამო შეიძლება C დისკის მიმაგრება ლინუქსში გაჭირდეს. გამოსავალია ან ვინდოუსის სეთინგებში ჰიბერნაციის გათიშვა, ან ვინდოუსიდან რესტარტის გაშვება და პირდაპირ ლინუქსში ჩატვირთვა (როგორც წესი ვინდოუსი ჰიბერნაციას რესტარტზე არ იყენებს). თუკი ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ გაამართლა ან ვინდოუსი ისეა, რომ არც ირთვება მაშინ ცადეთ შემდეგი ბრძანებების გამოყენება:
sudo fdisk -l
ამ ბრძანებით ნახავთ თუ რა დისკებია თქვენ სისტემაში ზომის მიხედვით მიხვდებით თუ რომელი /dev/sd* იქნება თქვენი C დისკი და შემდეგ გაუშვით ბრძანება
sudo mount -t ntfs-3g -o remove_hiberfile /dev/sd* /mnt
მაგალითად თუ აღმოჩნდა რომ C დისკი არის /dev/sda მაშინ ბრძანება იქნება sudo mount -t ntfs-3g -o remove_hiberfile /dev/sda /mnt
პაროლის მოხსნა ლინუქსის მეშვეობით
ლინუქსით შეიძლება მოიხსნას ადმინისტრატორის პაროლიც ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ chntpw უტილიტა მის დასაყენებლად გამოიყენეთ შემდეგი ბრძანებები
sudo add-apt-repository universe
sudo apt-get update
sudo apt-get install chntpw
ვინდოუსის უკვე მიმაგრებულ სისტემურ ფართიშენზე მოძებნეთ ფოლდერი Windows/System32/config და შიგნით უნდა იყოს SAM ფაილი. დააკოპირეთ SAM ფაილის მისამართი, ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც /media/9039falkau1io2p/Windows/System32/config.
ტერმინალით გადადით მაგ მისამართზე cd /media/689G10259A0FF9B1/Windows/System32/config რის მერე აკრიფეთ ბრძანება sudo chntpw -l SAM გამოვა სია იუზერების რომლებიც არსებობენ ვინდოუსში აკრიფეთ ბრძანება
sudo chntpw –u sasurveli_user SAM
მიყევით ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციებს
პროცესორის და ვინჩესტერის ტესტირება
პროცესორის (უფრო მისი გაგრილების სისტემის სტრეს ტესტირებისთვის) შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრძანება cpuburn მისი დაყენება ხდება ბრძანებით
sudo apt-get install cpuburn
ხოლო გაშვება უბრალოდ cpuburn ის მეშვეობით თუ გაგრილების სისტემა არაა მოწოდების სიმაღლეზე კომპიუტერი 10-20 წუთში გაითიშება ვინჩესტერის ტესტირებისთვის გამოგადგებათ ბრძანება
sudo badblocks -v /dev/sd*
დისკის კლონირება
თუ თქვენ გჭირდებათ ფართიშენის ან ფართიშენების ზუსტი ასლის აღება თქვენ გამოგადგებათ ბრძანება dd ერთი ფართიშენის კლონირებისთვის მეორეზე აკრიფეთ ბრძანება
sudo dd if=/dev/sda of=/dev/sdc
სადაც sda არის დასაკლონი ფართიშენი ხოლო sdc იქ სადაც კლონავთ. თქვენ მიიღებთ ფართიშენის უზუსტეს ასლს.
ინფორმაციის განადგურება
თუ მაგალითად თქვენ კომპიუტერის ან ვინჩესტერის გაყიდვა გინდათ და ამავე დროს არ გინდათ რომ თქვენი მონაცემები ვინმემ აღადგინოს გამოიყენეთ ბრძანება wipe დააყენეთ პროგრამა ბრძანებით sudo apt-get install wipe ხოლო შემდეგ გაუშვით და მიუთითეთ სასურველი ფართიშენი sudo wipe /dev/sda1გაითვალისწინეთ ამ ბრძანების გაშვების შემდეგ ინფორმაციის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება!!!
Leave A Comment