F1 აკადემია მართავს მასტერკლასს თემაზე აიტი ტექნოლოგიები რითეილ ბიზნესში, რომელზე დასწრებაც შეუძლია ნებისმიერ აიტი სპეციალისტს.

მასტერკლასი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ რითეილ (მაღაზია, სუპერმარკეტი) და ჰორეკა (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) ბიზნესისთვის საჭირო აიტი ინფრასტრუქტურას, როგორიცაა პოსი, ქეშბოქსი, ელექტრონული სასწორები და ა.შ.

მასტერკლასზე განხილული იქნება სავაჭრო სივრცის გამართვის კონკრეტული ქეისები, ტრენერი მსმენელს გაუზიარებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას და მოგცემთ შესაძლებლობას დასხვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო ასპექტებზე.

მასტერკლასი დაფინანსებულია F1 – კომპიუტერული სერვისი-ს მიერ და მასში მონაწილეობა უფასოა.

თარიღი: 7 დეკემბერი (შაბათი), 17:00 საათი
ლოკაცია: მერაბ ალექსიძის 3 (სპორტის სასახლის მიმდებარედ)

""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right