კურსის აღწერა

MikroTik-ის აპარატურა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქსელური პროდუქტია მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებში. ფასისა და ხარისხის/ფუნქციონალის გათვალისწინებით ის სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ დამკვიდრებულ ბრენდებს, როგორიცაა HP, Cisco და ა.შ.

პროდუქტზე მოთხოვნის გაჩენასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა მის ცოდნაზეც – თანამედროვე აიტი სპეციალისტისთვის MikroTik-ის ბაზისების ცოდნა უკვე აუცილებელ კომპეტენციად ითვლება.

სწორედ ამიტომ F1 აკადემია უკვე მე-5 წელია ატარებს მიკროტიკის კურსს, სადაც კურსის მსმენელები შეისწავლიან აღნიშნული მწარმოებლის როუტერებისა და სვიჩების კონფიგურაციას.

MikroTik

4 კვირა

დავით გამხიტაშვილი

4 კვირა (12 ლექცია)

კურსის პროგრამის შემუშავებისას ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული რეალობა და ქართულ კომპანიებში დამკვიდრებული პრაქტიკები, რაც საშუალებას გვაძლევს მსმენელს გადავცეთ ქმედითი და სასარგებლო ცოდნა, რომელიც გამყარებულია თეორიული ბაზისებით.

პროგრამა

კურსის პროგრამა შეესაბამება MTCNA სტანდარტს და წარმოადგენს საქართველოში დამკვიდრებული გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენს მიერ ადაპტირებულ ვერსიას.

ჩამოტვირთეთ სრული პროგრამა

ტრენერები

აიტი აკადემიაში ტრენინგებს უძღვებიან გამოცდილი ტრენერები და კომპიუტერული სერვისის კომპანია F1-ის სტაჟიანი აიტი სპეციალისტები, რომელთაც აქვთ ყოველდღიური შეხება კლიენტი კომპანიების მომსახურებასთან და შესაბამისად გააჩნიათ დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჩვენი ტრენერები უზიარებენ მსმენელს საკუთარ გამოცდილებას, ასწავლიან ამ სფეროში საჭირო ნიუანსებს და ეხმარებიან შემდგომი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში.

კურსს უძღვება F1 – კომპიუტერული სერვისის ქსელური პროექტების მენეჯერი და F1 აკადემიის გამოცდილი ტრენერი დავით გამხიტაშვილი, სწავლების 7 წლიანი გამოცდილებით.

სწავლების მეთოდოლოგია

სასწავლო კურსი შედგება 12 ლექციისაგან, რომელიც 4 კვირის განმავლობაში განხორციელდება.

ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

სწავლება ძირითადად მოიცავს პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ფიზიკური ქსელური მოწყობილობების, ასევე სიმულაციური ხელსაწყოების გამოყენებით.

კურსის დასაწყისში ყველა მსმენელს საჩუქრად გადაეცემა MikroTik-ის როუტერი, რომელსაც გამოიყენებენ საშინაო დავალებების სახით სავარჯიშოების დამოუკიდებლად შესასრულებლად.

კურსის ხანგრძლივობა

კურსი გრძელდება 4 კვირის განმავლობაში და შედგება 12 ლექციისგან. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ და თითო ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.

მეცადინეობის დღეებია:

  • ორშაბათი, 19:00-21:00
  • ოთხშაბათი, 19:00-21:00
  • პარასკევი, 19:00-21:00

კურსის ღირებულება

კურსის ღირებულებაა 600 ლარი.

ღირებულებაში შედის MikroTik RB941-2nD, რომელიც გადმოგეცემათ საშიანაო დავალებების შესასრულებლად და დარჩება თქვენს საკუთრებაში კურსის დასრულების შემდეგაც.

გადახდა კურსის დაწყებამდე.

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი ჩანიშნული არ არის.

* მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის (B1, Intermediate English) და კომპიუტერულ ქსელებში საბაზისო დონის ცოდნას, ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს შესაბამისი ტესტირება.

რეგისტრაცია კურსზე