Intel-მა და Dell-მა გაავრცელეს ინფორმაცია AI Enabled კომპიუტერებზე და იმ აპარატულ მოთხოვნებზე, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ კომპიუტერებს ასევე შეუძლიათ AI-ით მუშაობა, სპეციალიზებული აპარატული ამაჩქარებლები აოპტიმიზირებენ პროცესს და ამცირებენ ენერგიის მოხმარებას. ამ “სპეციალიზებულ აპარატურას” ეწოდება NPU (Neural Processing Unit)

NPU-ები ოპტიმიზირებულია ღრმა სწავლის ალგორითმებისთვის საჭირო რთული გამოთვლების შესასრულებლად. ეს ოპტიმიზაცია ხდის NPU-ებს წარმოუდგენლად ეფექტურს AI ამოცანების დამუშავებაში, როგორიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება, გამოსახულების ანალიზი და სხვა. NPU ინტეგრირებულია CPU-ში და NPU-ის მუშაობის ერთ-ერთი საზომია Tera Operations per Second (TOPs).

Windows 11 მოითხოვს სპეციალურ NPU-ს Windows Studio Effects-ის დასამუშავებლად, რომელიც მოიცავს ფონის დაბინდვას, თვალით კონტაქტის კორექციას,  auto framing-ს და ფოკუსირებას ხმაზე. თქვენ ასევე დაგჭირდებათ NPU მომავალი თაობის Windows 11 ფუნქციებისთვის, როგორიცაა დაპირებული AI Explorer. თუმცა, Windows 11-ის ბოლო გაუმჯობესების წყალობით, ხმის ფოკუსირება მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა სისტემაზე.

Dell-ის მონაცემებით, მისი კომპიუტერები, რომლებიც აღჭურვილია Intel-ის უახლესი Core Ultra პროცესორებით, ზოგავს 38%-მდე მეტ ბატარეას Zoom ზარების დროს ავტომატური ჩარჩოების, ფონის დაბინდვისა და თვალის მიდევნების ოპერაციებზე.

გამოყოფილი NPU-ები გვხდება კომპიუტერებში, რომლებიც აღჭურვილია

  • Intel-ის მე-14 თაობის და ზემოთ პროცესორებით
  • AMD-ის Ryzen 7000 და 8000 სერიის და ზემოთ პროცესორებით
  •  Qualcomm-ის Snapdragon 8cx Gen2 და ზემოთ ჩიპებით

იმის შესამოწმებლად, აქვს თუ არა თქვენს კომპიუტერს NPU გახსენით  Task Manager და გადადით ჩანართზე Performance. AI-Enabled კომპიუტერებს ექნებათ NPU0, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

 

თუმცა მხოლოდ NPU-ს არსებობა არაა საკმარისი. საჭიროა სისტემაში დაყენებული იყოს სწორი დრაივერები.  Device Manager-ში უნდა არსებობდეს Intel AI Boost (Intel სისტემებზე) ან AMD IPU Device (AMD სისტემებზე). თუ ამ მოწყობილობებს ვერ ხედავთ, და Task Manager-ში არის NPU0 გადმოწერეთ შესაბამისი დრაივერები ვენდორის საიტიდან.  Qualcomm ჩიპებით აღჭურვილ კომპიუტერებს  უკვე დაინსტალირებული აქვთ NPU დრაივერები და განახლებეი ხელმისაწვდომია Windows Update-ის საშუალებით.