F1 აკადემიის გუნდში ვეძებთ პროექტების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება ციფრული წიგნიერების პროგრამის განხორციელებაში და შეასრულებს მნიშვნელოვან როლს პროგრამის განვითარებაში.

ციფრული წიგნიერების პროგრამა წარმოადგენს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ინიცირებულ იდეას, რომელიც გულისხმობს კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას მოსახლეობაში, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ძირითადი მოვალეობები

  • ციფრული წიგნიერების პროექტის ეგიდით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება
  • თანამშრომლობა პარტნიორებთან და რეგიონალურ მუნიციპალიტეტებთან
  • საგანმანათლებლო ინიციატივების დამუშავება და კომუნიკაცია ფონდებთან

საჭირო უნარები

  • ორგანიზების და ხელმძღვანელობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ინიციატივიანობა
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • სიახლეებისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა

პირობები

  • სამუშაო ადგილი – თბილისი, საბურთალო (პანდემიის პირობებში ასევე დისტანციურად)
  • ანაზღაურება – განისაზღვრება პროექტების შესაბამისად. მინიმალური ხელფასის დაზღვევა – 800 ლარი
ბოლო ვადა 20 თებერვალი.
""
1
keyboard_arrow_leftPrevious
Nextkeyboard_arrow_right