ლინუქსში პროცესი არის ნებისმიერი გაშვებული პროგრამა. როცა თქვენ აკლიკებთ პროგრამას ან კრეფთ ბრძანებას ტერმინალში იქმნება ამ პროგრამის პროცესი. თუ იგივე მოქმედებას ხელმეორედ განახორციელებთ შეიქმნება ამ პროგრამის ახალი, მეორე პროცესი. (არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისებიც, როცა კონკრეტული პროგრამა მხოლოდ ერთი პროცესით შეიძლება იყოს წარმოდგენილი).

პროცესების ჩვენება

იმისთვის რომ ვნახოთ თუ რა პროცესებია გაშვებული სისტემაში, დაგვჭირდება ბრძანება ps
საინტერესოა, რომ გაშვებულ პროცესებში  თვითონ ps-საც დავინახავთ. ეს ლოგიკურია: გავუშვით პროგრამა ps და რა თქმა უნდა მისი პროცესიც შეიქმნა.
დამატებით ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას PID (პროცესის უნიკალურ იდენტიფიკატორზე). სისტემაში შეიძლება იყოს ორი ერთი და იგივე სახელის მქონე პროცესი (მაგალითად თუ ერთი და იგივე პროგრამა ორჯერ გაუშვით), მაგრამ  ვერ იქნება ორი პროცესი ერთი და იგივე PID-ით. TIME – თუ რამდენი ხანია გაშვებული პროცესი და СMD – თუ რა ბრძანებით იქნა გაშვებული ეს პროცესი.

პროცესების დეტალურად ჩვენება

ps ბრძანება სავსებით საკმარისია დესკტოპ სისტემისთვის, სადაც ერთი მომხმარებელი მუშაობს. მაგრამ სერვერების ადმინისტრატორებს, სადაც ერთდროულად შეიძლება რამდენიმე იუზერი მუშაობდეს ესაჭიროებათ ყველა იუზერის პროცესის ნახვა.

ps aux გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას სისტემაში არსებულ ყველა პროცესებზე

კერძოდ:
a – all users  (ყველა იუზერი)
u – გვიჩვენებს პროცესის იუზერს/მფლობელს
x – აჩვენებს ყველა პროცესს, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ამ პროცესს მმართველი ტერმინალი. ძირითადად ეს არის სისტემის დაბუთვის  პროცესები.
თუ საჭიროა კონკრეტული იუზერის პროცესების ნახვა (და არა ყველასი) მაშინ გამოიყენება ბრძანება:

ps -U %username% -u %username%

მაგალითად ps -U root -u root (რიგ შემთხვევაში ps -U root -იც საკმარისია)

ადმინისტრირების პროცესში შესაძლებელია დაგვჭირდეს პროცესების ხის ნახვა (process tree).
ამისთვის დაგჭირდებათ ბრძანება ps -auxf
ასეთ შედეგში გამოჩდნება თუ რომელი პროცესი რომლიდან მომდინარეობს.

პროცესების დამთავრება

ლინუქსში პროცესების დამთავრებისთვის (“მოკვლისთვის”) გამოიყენება ორი ბრძანება: kill რომელიც ამთავრებს კონკრეტულ პროცესს, და killall რომელიც ამთავრებს ერთი და იგივე სახელის მქონე ყველა პროცესს.

kill

იმისთვის რომ მოვკლათ კონკრეტული პროცესი, საჭიროა ვიცოდეთ მისი PID და ავკრიფოთ ბრძანება

kill PID
ზემოთ მოცემულ მაგალითში ჩვენ ვხედავთ რომ პროცესს sleep-ს აქვს 22 ნომერი PID, შესაბამისად პროცესის დამთავრებისთვის გამოგვადგება ბრძანება kill 22. მაგალითში დამატებულია  პარამეტრი -9, რომელიც გამოიყენება გაჭედილი პროცესების მოსაკლავად.
ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ პროცესის მოკვლის მერე პირველი გაშვებული ბრძანება ps გვაჩვენებს ბოლო მოკლულ პროცესსაც.

killall

როგორც ამ მაგალითში ვხედავთ ერთდროულად გაშვებულია სამი პროცესი sleep, რომელსაც სხვადასხვა PID აქვთ. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ცალ-ცალკე მათი სამჯერ დამთავრება გამოგვადგება ბრძანება killall, რომელსაც უბრალოდ პროცესის სახელს მივუწერთ.