არც ბიზნესმენი ვარ არც ცნობილი პიროვნება. ნუთუ ხაკერები დაინტერესდებიან ჩემით?

რა თქმა უნდა სპეციალურად თქვენი ინფორმაციის მოსაპარად სპეცოპერაციებს არავინ არ დაგეგმავს. მაგრამ თქვენ მაინც შეიძლება გახდეთ მავნე პროგრამების სამიზნე. სპამი და სხვა მსგავსი მავნე ინფორმაცია მასიურად იგზავნება იმ იმედად, რომ ვიღაცა მაინც წამოეგება მახეს და გასცემს თავის პირად ან ფინანსურ ინფორმაციას.

გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ჰაკერული ინსტრუმენტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუ ადრე ნორმალური ინსტრუმენტები მხოლოდ ნაცნობობით ან დიდი ფულის სანაცვლოდ ვრცელდებოდა. ეხლა ისინი საკმაოდ მისაღებ ფასებში ან სრულიად უფასოდაც დევს ინტერნეტის ბევრ რესურსზე და შესაბამისად მე10 კლასელსაც, რომელმაც წუხელ უყურა ჰოლივუდურ ფილმს ჰაკერებზე შეიძლება მოიპოვოს ისინი და თვითდამკვიდრების ან პატარა მოგების ნახვის მიზნით გამოიყენოს.

ბოლო დროს ასეთ შედარებით ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებს შორის ლიდერ პოზიციებს იკავებენ ე.წ. კრიპტატორები. მათი მიზანია დაშიფრონ მომხმარებელთა ინფორმაცია და მერე მოითხოვონ გამოსასყიდი. გასათვალისწინებელია, ორიგინალური გასაღების გარეშე ასეთი ინფორმაციის უკან დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია.

მობილური ტელეფონების შემთხვევაში გავრცელებულია ე.წ. საბანკო ტროიანები, რომელთა მიზანია მოიპაროს მომხმარებელთა საბანკო აპლიკაციების იუზერები და პაროლები.


მაშ რა ვქნათ რომ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან?

რა თქმა უნდა 100% გარანტია არ არსებობს,  მაგრამ მარტივი წესების დაცვით თქვენ მაქსიმალურად დაიცავთ თავს და ბევრად გაურთულებთ ცხოვრებას ბოროტმოქმედებებს. 🙂
მუდმივად განაახლეთ სისტემა და პროგრამები
განახლებები საჭიროა  არამარტო ახალი დიზაინის ან ფუნქციონალის დანერგვისთვის არამედ პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი შეცდომების გამოსასწორებლად.  მართალია ვინდოუსის ბოლოდროინდელი განახლებები ზოგჯერ  ვირუსებს ტოლს არ უდებენ კომპიუტერის არა გამართულად მუშაობის საკითხში. მაგრამ საბოლოო ჯამში განახლებები აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ არ დააყენოთ განახლება მისი გამოსვლისთანავე და დაელოდოთ ერთი-ორი კვირის გასვლას. მაგრამ საბოლოო ჯამში განახლება დაგიცავთ ჰაკერების მიერ გამოყენებული უამრავი ხრიკისგან. რა თქმა უნდა თქვენ ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ანტივირუსის განახლებების აქტუალობას
არ გახსნათ უცხო პირების მიერ გამოგზავნილი მესიჯები
თუ გახსნით მაინც არ დააჭიროთ იქ არსებულ ლინკებზე. ესეთივე წესი ვრცელდება ასევე ახლობლების მესიჯებზე თუ მინიმალური ეჭვიც არსებობს რომ ისინი შეიძლება გაეტეხათ. დააკვირდით ლინკებსაც. მაგალითად თუ ლინკში წერია: faceboook.com ან gmael.com ეს უკვე ავის მომასწავებელია.
დააკვირდით რას ხსნით

თუ მაგალითად ვინმე გიგზავნით ვითომდა ფოტოს ან ვიდეოს და მასზე დაწკაპუნებისას რაღაცა ცდილობს დაყენებას სასწრაფოდ გათიშეთ. უმჯობესი იქნება კი თუ ფაილზე დაწკაპუნებისას საერთოდ შეამომწმებთ რა ტიპის ფაილთან გაქვთ საქმე. ყველაზე მარტივია გადახვიდეთ იმ ფოლდერზე სადაც ფაილი დევს გადართოთ View რეჟიმი Details-და უკვე დარწმუნდეთ რომ ფაილის ტიპი არის ნამდვილად სურათი და არა აპლიკაცია ან პროგრამა.

შეამოწმეთ სოციალური ქსელების სეანსები
კარგი წესია გარკვეული პერიოდულობით (მაგ. თვეში ერთხელ) გადაამოწმოთ თქვენი სოციალური ქსელების სეანსები. თუ შესაბამის სიაში იპოვით თქვენთვის უცნობ მოწყობილობას ან ადგილს დააჭირეთ სეანსის დასრულებას. გადაამოწმეთ ანტივირუსებით თვენი კომპიუტერი და შეცვალეთ პაროლი
შეზღუდეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სოციალურ ქსელებში
არ არის აუცილებელი რომ თქვენი ტელეფონის ნომერი, მისამართი და ა.შ. ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი სოციალურ ქსელებში. ეს ინფორმაცია ძალიან გამოადგებათ ბოროტმოქმედებს თუნდაც თქვენთვის ყალბი ინფორმაციის შემცვლელი სმსების დაგზავნისთვის.
არანაირი qwerty123 ან giorgi 1991
თქვენი პაროლები უნდა იყოს რთული. არ შეიძლება თქვენი დაბადების დღის ან რაიმე საზოგადოდ გამოცნობადი პაროლის გამოყენება. გარდა ამისა შეეცადეთ რომ სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა პაროლი გედოთ. თუ ერთი საიტი გაგიტეხეს ან თვითონ გატყდა მოპოვებული პაროლით შეეძლებათ ყველა თქვენი ანგარიშის გამოყენება. მოიგონეთ პაროლების შექმნის რამე არა ტრივიალური მექანიზმი.
სიფრთხილით გამოიყენეთ საზოგადო WiFi ქსელები
ღია WiFi ქსელები ბოროტმოქმედებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენი ინფორმაციის მოსაპარად. სიმართლე რომ ითქვას დახურული და პაროლიანი WiFi ქსელებიც ვერ იქნებიან ბოლომდე სანდო. ამიტომ თუ საზოგადო WiFi ქსელის გამოყენება გიწევთ გამოიყენეთ VPN ან თუ ამის შესაძლებლობაც არ გაქვთ არ შეხვიდეთ მნიშნველოვან სერვისებზე და ნუ შეიყვანთ პაროლებს.
შეძლებისდაგვარად არ გამოიყენოთ გატეხილი პროგრამები
 
პროგრამის კრეკები ხშირად შეიცავენ მავნე კომპონენტებს.  გასაგებია, რომ საქართველოს პირობებში შეუძლებელია ისაუბრო სრულიად ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მაგრამ სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა მაინც საჭიროა. უმეტეს ფასიან პროგრამას აქვს სრულიად მისაღები უფასო ანალოგი და თუ თქვენ არ გჭირდებათ ფასიანი პროგრამის ყველა პროფესიული ფუნქცია უმჯობესია დასჯერდეთ მის უფასო ანალოგს.