Windows Server Core თავისებურებები

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ Active Directory-ის კონფიგურაციაზე Server 2016-ზე, დღეს კი გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ Windows Server 2022 Core. Server Core გამოიყენება „headless“ ინსტალაციებისთვის. მას არ აქვს გრაფიკული ინტერფეისი. სერვერის მართვა ასეთ შეთხვევაში ხდება Windows Admin Center-ის, PowerShell-ის ან სერვერის მართვის სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით.

Microsoft-ის თანახმად, Server Core ვარიანტი არის  სერვერის ინსტალაციის მინიმალური ვარიანტი. Server Core შეიცავს პრაქტიკულად ყველა პოპულარულ და საჭირო როლს, თუმცა არა აბსოლუტურად ყველა როლს.  გრაფიკული ინტერფეისის არ ქონის გამო და შესაბამისად კოდის სიმცირის გამო  Windows Server Core მიიჩნევა Windows Server-ის ყველაზე უსაფრთხო ვერსიად.

Server Core-ს არ აქვს:

  • აუდიოს მხარდაჭერა
  • OOBE
  • Accessibility

Windows Server Core-ს გადმოწერა

Windows Server Core 2022-ის საცდელი ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ Microsoft Evaluation Center-იდან. გაითვალისწინეთ რომ საცდელი ვერსია არის 180 დღიანი

Server Core 2022-ის სისტემური მოთხოვნები ასე გამოიყურება

 

Windows Server Core-ს ინსტალაცია

Windows Server Core-ს ინსტალაცია დიდად არ განსხვავდება სტანდარტული Windows-ის ინსტალაციისგან

პირველ რიგში თქვენ ირჩევთ ენას, დროს და კლავიატურას. როგორც წესი ეს პარამეტრები შეგიძლიათ დატოვოთ უცვლელად. დააჭირეთ Next.

აირჩიეთ Install Now.

Activation ეტაპზე აირჩიეთ I do not have a product key. დააჭირეთ Next.

ჩამოთვლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ ის, რომელსაც არ აქვს Desktop Experience. დააკლიკეთ Next.

დაეთანხმეთ ლიცენზირების შეთანხმებას. დააკლიკეთ Next.

რადგანაც სისტემას ნოლიდან ვაყენებთ აირჩიეთ Custom.

აირჩიეთ დისკი Windows Server 2022 Core-ის ინსტალაციისთვის.  მე ვირტუალში მხოლოდ  ერთი დისკი  მაქვს  და ის არჩეულია Server Core-ის ინსტალაციისთვის.  დისკის არჩევის შემდეგ დააწკაპუნეთ Next.

სისტემა დაიწყებს ინსტალაციას

Server Core-ს გამართვა

Windows Server 2022 Core ინსტალაციის დასრულების შემდეგ,  უსაფრთხოებისთვის თქვენ უნდა შეცვალოთ ადმინისტრატორის პაროლი.

აირჩიეთ OK

შეიყვანეთ პაროლი ორჯერ და აირჩიეთ OK. თქვენ დაინახავთ დამადასტურებელ შეტყობინებას: Your password has been changed.

დაყენების პროცესი დასრულებულია. თქვენ შეგიძლიათ შეუდგეთ სერვერის კონფიგურაციას და განახლებას.