თუ თქვენ წინაშე დგას ამოცანა ორგანიზაციის კომპიუტერებზე ერთნაირი ეკრანის ფონის განთავსების და ამავე დროს ორგანიზაციაში გამართულია Active Directory ყველაზე მარტივი გადაწყვეტა იქნება ჯგუფური პოლიტიკების (group policy) გამოყენება.
ჯგუფური პოლიტიკა საშუალებას გაძლევთ მომხარებლებისთვის და კომპიუტერებისთვის მიუთითოთ კონფიგურაციები პარამეტრებისა და პრეფერენციების მეშვეობით. ჯგუფური პოლიტიკის პარამეტრების კონფიგურაციისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ მხოლოდ კონკრეტულ კომპიუტერზე ან მომხმარებელზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოკალური ჯგუფური პოლიტიკის რედაქტორი.
მაგრამ თუ საუბარია ორგანიზაციზე რომელსაც აქვს Active Directory, უფრო ლოგიკური და მარტივი იქნება გამოვიყენოთ Active Directory Domain Services გარემოში ჯგუფური პოლიტიკის მართვის კონსოლი (GPMC). ჯგუფური პოლიტიკის მართვის ინსტრუმენტები ასევე შედის დისტანციური სერვერის ადმინისტრირების ხელსაწყოების პაკეტში, რაც საშუალებას გაძლევთ აღნიშნული პოლიტიკები მართოთ თქვენი კომპიუტერიდან.
გახსენით GPMC კონსოლი. კონსოლში დააწკაპუნეთ დომენზე მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Create a GPO in this domain and Link it here .
დაარქვით პოლიტიკას სასურველი სახელი, მაგალითად Wallpaper policy
ახლად შექმნილ პოლიტიკას დააჭირეთ მარჯვენა ღილაკი და აირჩიეთ Edit
ახლად გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ User Configuration > Policies > Administrative Tempaltes > Desktop > Desktop და მარჯვენა მხარეს დააკლიეკთ ორჯერ Desktop Wallpaper-ზე
გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Enabled და Wallpaper Name – ში მიუთითეთ დასაყენებელი ფონის სრული მისამართი. შესაძლებელია როგორც ლოკალური ასევე ე.წ. შეარის მისამართის მითითება
დააჭირეთ Ok. დომენის მომხმარებლები ახალ ფონებს მიიღებენ თავის ანგარიშებში მორიგი შესვლისას.
Leave A Comment