სანამ უშუალოდ განვიხილავთ, თუ რატომ არ უნდა გქონდეთ ერთზე მეტი აქტიური ანტივირუსი თქვენ კომპიუტერში, მოდით გავარკვიოთ რამდენადაა ეს შესაძლებელი.

ტექნიკურად, რა თქმა უნდა,  შესაძლებელია რამდენიმე ანტივირუსის დაყენება ერთ კომპიუტერზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩართოთ Windows Security-ს ზოგიერთი ფუნქციები მაშინაც კი, როდესაც  ძირითად ანტივირუსად იყენებთ მაგალითად Avast  ან Avira-ს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააინსტალიროთ ორი განსხვავებული “გარე” მწარმოებლის ანტივირუსი, მაგალითად NOD32 და AVG.  შეიძლება იფიქროთ, რომ დაყენებული ანტივირუსების რაოდენობის გაომაგებით აორმაგებთ თქვენი კომპიუტერის დაცვას. სამწუხაროდ, ეს  პრაქტიკულად არ შეესაბამება სიმართლეს. ორი ან მითუმეტეს მეტი დაყენებული ანტივირუსი უფრო მეტ პრობლემას ივევს, ვიდრე აგვარებს.

1. კონფლიქტი ვირუსების აღმოჩენისას

იმისათვის, რომ შეძლოთ თქვენი კომპიუტერის დაცვა მავნე პროგრამებისგან, თქვენ ანტივირუს უნდა ჰქონდეს სისტემასთან უმაღლესი დონის წვდომა. მას უნდა შეეძლოს ოპერაციული სისტემის ნებისმიერი კომპონენტის თუ ფაილის შემოწმება. ამისთვის, ანტივირუსები სპეციალურ გზაგადამჭრელებს იყენებენ, რომლითაც ერევიან ოპერაციული სისტემის საქმიანობაში, ეძებენ საეჭვო აქტივობას, აანალიზებენ სხვადასხვა მოვლენას და საეჭვო ფაილების  შემდგომ ანალიზს ახორციელებენ.

თუ თქვენ კომპიუტერში ერთდროულად აქტიურია ორი ანტივირუსი, ერთდროულად აქტიური იქნება ორი გზაგადამჭრელიც. ეს კი მაღალი ალბათობით კონფლიქტებს გამოიწვევს და შეიძლება სისტემა სრულ კრახამდეც მიიყვანოს.

2. სისტემის მაღალი დატვირთვა

თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ანტივირუსები ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ. მათი გზაგადამჭრელები საკმაოდ აგრესიულები არიან სისტემური რესურსების მიმართ. მართალია ანტივირუსების მწარმოებლები მუდმივად მუშაობენ თავიანთი პროგრამების ოპტიმიზაციაზე, ორი აქტიური ანტივირუსი სისტემის წარმოდობაზე მაინც სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს.

Windows Defender ანტივირუსს, რომელიც მოყვება თანამედროვე Windows-ებს, საშუალო დონის კომპზე სისტემის სკანირებისას შეუძლია პროცესორის სიმძლავრის 30-40% გამოიყენოს. იმ მომენტში როცა ორი ანტივირუსი კონკურენციას უწევს ერთმანეთს, რესურსის გამოყენება შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყოს და აღწევდეს 80-90%-ს.

3. ცრუ განგაშები

ერთ-ერთ ანტივირუს შეუძლია აღმოაჩინოს საეჭვო ფაილი და გადაიტანოს იგი კარანტინში. ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ანტივირუსი ასევე არ აღმოაჩენს იმავე საეჭვო ფაილს. შემდეგ მან შეიძლება გადაიტანოს ფაილი საკუთარ საკარანტინო ადგილას, რის შემდეგაც პირველი ანტივირუსი განგაშს ატეხავს. ხოლო თუ პირველმა ანტივირუსმა საკუთარი კარანტინიდან ფაილის გატანის ნება არ დართო, მეორე პროგრამა სისტემაში არსებულ დაინფიცირებულ ფაილის გამო ცრუ განგაშს ატეხავს .

4. დროის ფუჭი ხარჯვა

ორი ანტივირუსის მართვა და მათ შორის გაჩენილი კონფილექტების მოგვარება არამარტო სისტემური რესურსების უაზრო ხარჯვასთანაა დაკავშირებული. ეს ყოველივე მომხმარებლისგან მოითხოვს ასევე დამატებით დროს და ყურადღებას.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ორი ანტივირუსი?

თუ მაინც თვლით რომ თქვენ ანტივირუსს გადაზღვევა სჭირდება შეგიძლიათ დააინსტალიროთ ორი ანტივირუსი, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი იყოს აქტიური. გამორთეთ Real Time protection ერთ-ერთ ანტივირუსზე და გამოიყენეთ ის მხოლოდ პერიოდული სკანირებისთვის, რომელსაც ხელით გაუშვებთ.

კიდევ ერთი გამონაკლისი არის, როცა ერთ პროგრამაში იყენებთ ერთ კომპონენტს ხოლო მეორეში სხვას. მაგალითად ერთში ანტივირუსს, ხოლო მეორეში firewall, VPN ან პაროლის მენეჯერს. ასეთ დროს კონფლიქტი არ უნდა მოხდეს, თუმცა სისტემური რესურსების გადახარჯვა მაინც არა გამორიცხული.