თუ კომპიუტერთან მუშაობისას მოხდა ისე, რომ რომელიღაც ფანჯარა ეკრანის მიღმა აღმოჩნდა და მაუსითაც ვერ კიდებთ ხელს, მაშინ შეგიძლიათ ცადოთ შემდეგი მეთოდები:
Task View
გამოიძახეთ Task View თასკბარზე არსებული აიქონის მეშვეობით ან კლავიატურული კომბინაციით Win+Tab.
ეკრანზე მინიატიურულად გამოჩნდება ყველა გახსნილი პროგრამის ფანჯარა. დააკლიკეთ დაკარგული პროგრამის მინიატიურას მარჯვენა კლიკით და აირჩიეთ Snap Right ან Snap Left.
კონტექსტური მენიუ
თუ “დაკარგული” ფანჯრის პროგრამა ჩანს თასკბარზე, მაშინ შეგიძლიათ დააჭიროთ Shift-ს და ერთდროულად დააკლიკოთ მასზე, გამოსულ კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ Maximize ან Move
Move-ს შემთხვევაში მაუსი გადაიქცევა 4 მიმართულების ისრებად და შესძლებთ ფანჯრის გატანას სასურველ ადგილას.
ფანჯრების კასკადური განლაგება
თასქბარის თავისუფალ ადგილას დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Cascade Windows ან სხვა სურათზე მონიშნული ვარიანტები.
ეკრანის გაფართოების დროებით შეცვლა
თუ ვერცერთმა ზემოაღნიშნულმა მეთოდმა ვერ გიშველათ, შეგიძლიათ ცადოთ ეკრანის რეზოლუციის დროებითი ცვლილება.
დააკლიკეთ ეკრანის ცარიელ ადგილას მარჯვენა კლიკით და აირჩიეთ Display settings.
დააკვირდით რა გაფართოება გიყენიათ. შემდგომ აირჩიეთ არა Recommended არამედ სხვა უფრო დაბალი გაფართოება.
თქვენი დაკარგული ფანჯარა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მას შემდეგ რაც მას გაადგილებთ საჭირო ადგილას დააბრუნეთ ის რეზოლუცია, რომელიც გქონდათ. როგორც წესი ეს Recommended რეზოლუცია იქნება.
Leave A Comment