Windows-ის სისტემური ფაილების და ფოლდერების დაშვების უფლებების შეცვლა
Windows-ის სისტემური ფაილებისა და ფოლდერების დაშვების უფლებების ცვლილება ზოგადად არაა რეკომენდებული. ამის მიზეზი მხოლოდ უსაფრთხოება არ არის – სისტემის გამართული მუშაობაც შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს. არ არსებობს გარანტია, რომ უფლებებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ იმ ფაილებსა თუ ფოლდერებზე დამოკიდებული აპლიკაციები ან სისტემის სხვა კომპონენტები კვლავ სწორად იმუშავებენ. მაგალითად, თუ კონფიგურაციის რომელიმე ფაილი read-only რეჟიმში გადაიყვანეთ, შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ, როდესაც აპლიკაცია ამ ფაილში კონფიგურაციების შენახვას შეეცდება.
მიუხედავად არსებული რისკებისა, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც აუცილებელია ფაილის ან ფოლდერის მფლობელის ან დაშვების უფლებების შეცვლა. სანამ ამას გააკეთებთ, უმჯობესია ჯერ შეამოწმოთ მიმდინარე უფლებები ობიექტის თვისებებში და ჩაინიშნოთ ისინი, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლოთ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
როგორ დავაბრუნოთ უფლებები პირვანდელ მდგომარეობაში
თუ თქვენ არ იცით როგორი იყო დაშვების უფლებები და საჭიროა პირვანდელი სახის დაბრუნება შეგიძლიათ ცადოთ იმავე ფოლდერში მდებარე “ჯანსაღი” ფაილის უფლებების დაკოპირება. როგორც წესი, ერთ დირექტორიაში მდებარე Windows-ის ფაილებს ერთნაირი დაშვების პარამეტრები აქვთ.
ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ Get-Acl და Set-Acl ბრძანებები (კომანდლეტები) PowerShell-ში, რომლებიც განკუთვნილია ფაილების, ფოლდერების და სხვა რესურსების ACL-ის (Access Control List) სამართავად.
- იპოვეთ ჯანსაღი ფაილი ან ფოლდერი — ისეთივე ტიპის ან იმავე დირექტორიაში, სადაც თქვენს პრობლემურ ფაილს/ფოლდერს აქვს დარღვეული უფლებები.
- გახსენით PowerShell ადმინისტრატორის უფლებით — მოძებნეთ “Windows PowerShell” (ან “Windows Terminal”), შემდეგ მისი გაშვება Administrator-ის რეჟიმში.
- გადადით სასურველ დირექტორიაში — გამოყენეთ
cd
(change directory) ბრძანება, რათა გადახვიდეთ იმ ფოლდერში, სადაც მდებარეობს დაზიანებული ფაილი/ფოლდერი. - დაკოპირეთ უფლებები — მაგალითად, თუ პრობლემურ ფაილს ჰქვია
file2.exe
, ხოლო ჯანსაღსfile1.exe
, დაუშვათ შემდეგი ბრძანება:ეს ბრძანება
file1.exe
-ის უფლებებს (ACL) გადაიტანსfile2.exe
-ზე, რითაც აღდგებაPermissions-ების პირვანდელი სახე.
დასკვნითი რეკომენდაციები
- ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ცვლილება სისტემური ფაილებისა და ფოლდერების უფლებებში შეიძლება გავლენას ახდენდეს სისტემის სტაბილურობაზე.
- თუ ნამდვილად გჭირდებათ ასეთი ცვლილების განხორციელება, აუცილებლად ჩაინიშნეთ ძველი მნიშვნელობები, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლოთ მათი აღდგენა.
- თუ მეთოდმა არ გაამართლა სცადეთ სისტემური ფაილების ფერმიშენების ნახვა სხვა კომპიუტერზე ან გამოიყენეთ Windows-ის აღდგენის ინსტრუმენტები.
Leave A Comment