CompTIA A+ ჩვენი აკადემიის ყველაზე პოპულარული კურსია, რომელიც საშუალებას აძლევს მსმენელს გადადგას პირველი ნაბიჯები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან გაიუმჯობესოს არსებული ცოდნა და ჩამოყალიბდეს ნამდვილ პროფესიონალად.
ერთის მხრივ თეორიული ცოდნა, რომელიც მნიშვნელოვან ფუნდამენტს ქმნის პროფესიაში, ხოლო მეორეს მხრივ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება არის ის ფაქტორი რომელმაც შესაძლებლობა მისცა 300-მდე ჩვენს კურსდამთავრებულს დასაქმებულიყო ან გაეუმჯობესებინა დასაქმების პირობები.
ლექტორი
CompTIA A+ კურსს უძღვება ინფორმაციული ტექნოლოგიების პრაქტიკოსი სპეციალისტი და გამოცდილი ლექტორი რომან ჯახიაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ქმნის ხიდს თეორიულ ცოდნასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას შორის.
ლექტორი ასევე ეხმარება მსმენელებს პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვაში – როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე ან სად შეიძლება გააგრძელონ სწავლა შემდგომი საფეხურების დასაუფლებლად.
მეთოდოლოგია
კურსის მოდულები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან, რაც საშუალებას აძლევს მსმენელს თეორიული მასალის დაუფლების პარალელურად რეალურ თუ სიმულაციურ გარემოში შეასრულოს ტექნიკური ოპერაციები.
ლექტორის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებიდან მოყვანილი შემთხვევების დამუშავებით, მსმენელები გაეცნობიან ქართულ რეალობაში აიტი ამოცანების დასახვის და მათი გადაწყვეტის პრაქტიკებს.
მსგავსი მეთოდოლოგია ყველაზე ნათლად აცნობს პროფესიულ გამოწვევებს მსმენელებს და ეფექტურად ამზადებს მომავალ პროფესიონალებს პრაქტიკული საქმიანობისთვის.
საორგანიზაციო საკითხები
ლექციები ტარდება ონლაინ ფორმატში:
- მსემენელს უნდა გააჩნდეს ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და მიკროფონი/ყურასასმენები (Zoom)
კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე
- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 19:00-21:00 საათი
სახელმძღვანელოებად გამოყენებულია CompTIA-ს და Microsoft-ის ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები, ასევე სხვა დამხმარე რესურსები და სიმულაციის საშუალებები.
შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად გაუწიოს მომსახურება მცირე ზომის და მარტივი აიტი ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციებს: ააწყოს და მართოს შიდა ქსელი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეადგინოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის კონფიგურაცია, უზრუნველყოს მომხმარებელთა მხარდაჭერა აპარატურული თუ პროგრამული გაუმართაობების აღმოსაფხვრელად.
ასევე ექნება საფუძვლიანი საბაზისო ცოდნა, რათა შემდგომში გააგრძელოს სწავლა აიტი სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულებით.
CompTIA A+ სტანდარტის შესაბამისად სერთიფიკატს მიიღებენ მსმენელები, რომლებიც გადალახავენ 75 ქულიან ბარიერს. ხოლო 90 ქულის გადალახვის შემთხვევაში მსმენელები დამატებით მიიღებენ რეკომენდაციის წერილს.
- წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღებენ აიტი სერვისების კომპანია F1-ში დასაქმების შეთავაზებას.
- ასევე, რეკომენდაცია გაეწევათ იმ დამსაქმებლებთან, რომლებიც აკადემიას მომართავენ კადრების აყვანის პროცესში.
კურსის ღირებულება
კურსის მთლიანი ღირებულებაა 800 ლარი, ყოველთვიური გადახდით, თვეში 200 ლარი.
ერთიან გადახდაზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
ჩვენ გვსურს აიტი სფეროში მდედრობითი სქესის პროფესიონალები უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი. ამ მიზნით, ყველა მათგანი მიიღებს დამატებით 10%-იან ფასდაკლებას.
რეგისტრაცია კურსზე
2025 წლის გაზაფხულის კურსი დაიწყება 3 თებერვალს და დასრულდება 20 ივნისს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 31 იანვრის ჩათვლით. მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება დასრულდეს ვადამდე.
- რეგისტრაციის გავლიდან 24 საათში თქვენ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი და გაგაცნობთ საორგანიზაციო დეტალებს.
- გადმოგეგზავნებათ მოწვევა 23 იანვრის საინფორმაციო სესიაზე.