რა არის CompTIA Security+?
CompTIA Security+ არის გლობალური სტანდარტი და პირველი ნაბიჯი მათთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. განსხვავებით სხვა სერტიფიკატებისგან, CompTIA Security+ არის “vendor-neutral” (არ არის მიბმული კონკრეტულ ბრენდზე), რაც ნიშნავს, რომ აქ მიღებული ცოდნა გამოიყენება ნებისმიერ ტექნოლოგიურ გარემოში – იქნება ეს ღრუბლოვანი სერვისები (Cloud), მობილური მოწყობილობები თუ კორპორატიული ქსელები.
ეს კურსი გაძლევთ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციისთვის, საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის და ორგანიზაციის ციფრული აქტივების დასაცავად.
რას ისწავლით კურსის განმავლობაში?
კურსი მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას (Domains), რომლებიც შეესაბამება უახლეს SY0-701 საგამოცდო მოთხოვნებს.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- სხვადასხვა ტიპის საფრთხეების, შეტევებისა და მოწყვლადობების იდენტიფიცირება, მათ შორის მავნე პროგრამების (Malware), სოციალური ინჟინერიისა და აპლიკაციებზე მიმართული შეტევების.
- სისტემების დასაცავად უსაფრთხოების ისეთი ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა Firewalls (ქსელური ეკრანები), შეჭრის აღმოჩენის სისტემები (IDS) და ენდპოინტების დაცვა.
- ქსელის უსაფრთხო არქიტექტურის დაპროექტება, დაცული სისტემების დანერგვა და არქიტექტურისა თუ დიზაინისთვის უსაფრთხო პროტოკოლების გამოყენება.
- იდენტობისა და წვდომის ისეთი კონცეფციების მართვა, როგორიცაა ავთენტიფიკაცია, ავტორიზაცია და აღრიცხვა (Accounting), წვდომის უსაფრთხო კონტროლის უზრუნველსაყოფად.
- რისკების შეფასება და მართვა ანალიზის, მიტიგაციის სტრატეგიებისა და ბიზნესის უწყვეტობის დაგეგმვის გზით.
- მონაცემთა დასაცავად კრიპტოგრაფიული კონცეფციების გამოყენება, მათ შორის შიფრაციის ალგორითმების, საჯარო გასაღების ინფრასტრუქტურისა (PKI) და ციფრული ხელმოწერების.
- შესაბამისობისა (Compliance) და ოპერაციული უსაფრთხოების ზომების დანერგვა, რაც მოიცავს უსაფრთხოების პოლიტიკებს, პროცედურებსა და საუკეთესო პრაქტიკებს.
ვისთვის არის ეს კურსი?
CompTIA Security+ იდეალურია მათთვის, ვინც უკვე ფლობს საბაზისო IT ცოდნას (მაგალითად, CompTIA A+ ან Network+ დონეზე) და სურს სპეციალიზაცია კიბერუსაფრთხოებაში.
ეს კურსი გამოგადგებათ, თუ თქვენი მიზანია გახდეთ:
- უსაფრთხოების ადმინისტრატორი (Security Administrator)
- სისტემების ადმინისტრატორი (Systems Administrator)
- Help Desk / IT მხარდაჭერის სპეციალიზირებული კადრი
- უმცროსი IT აუდიტორი
წინაპირობები
ოფიციალური წინაპირობა არ არსებობს, თუმცა რეკომენდებულია გქონდეთ:
- CompTIA Network+ სერტიფიკატი ან მისი შესაბამისი ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT ადმინისტრირების სფეროში (სასურველია უსაფრთხოების ფოკუსით).
კარიერული პერსპექტივები
CompTIA Security+ არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერტიფიკატი მსოფლიოში. ის აღიარებულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სტანდარტების (DoD 8570 / 8140) მიერ და წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას მრავალი საერთაშორისო კომპანიისთვის. ამ კურსის გავლა მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმების შანსებს და სახელფასო პოტენციალს IT სფეროში.
სერთიფიცირება
75-ქულიანი ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან წარმატებით გაიარა CompTIA Security+ პროგრამაზე დაფუძნებული სრული სასწავლო კურსი.
90 და მეტი ქულის დაგროვებისას კი, მსმენელი დამატებით მიიღებს სარეკომენდაციო წერილს.
საორგანიზაციო საკითხები
კურსი სრულად ონლაინ რეჟიმში, Teams-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობს და 3 თვეს გრძელდება.
ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათს და ოთხშაბათს, 19:00-21:00
სწავლების პროცესი ეფუძნება CompTIA-ს და Microsoft-ის ოფიციალურ, ინგლისურენოვან ელექტრონულ სახელმძღვანელოებს, დამატებით ვიდეო მასალებსა და სიმულაციის პროგრამებს.
კურსში სრულფასოვანი ჩართულობისთვის, თითოეულ მსმენელს სჭირდება პერსონალური კომპიუტერი, სტაბილური ინტერნეტ კავშირი, მიკროფონი და ყურსასმენები.
კურსის ღირებულება
- სრული ღირებულება: 900 ლარი
- გადახდის პირობები: ყოველთვიურად 300 ლარი, 3 თვის განმავლობაში.
- ფასდაკლება: სრული თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება (საბოლოო ღირებულება: 750 ლარი)
გაზაფხული 2026 ნაკადი
- საინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ): 25 თებერვალი
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 თებერვალი
- სწავლის დაწყება: 2 მარტი