IPv4 ტიპის მისამართები თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა,  და სტანდარტულად ისინი იწერებიან ოთხი ოქტეტის ფორმატში:  192.168.0.1, 10.10.10.222 და ა.შ. მაგრამ თანამედროვე ოპერაციული სისტემები გვაძლევენ საშუალებას ზოგ შემთხვევაში ეს მისამართები განსხვავებულად, მოკლედ დავწეროთ. ამ დროს  გასათვალისწინებელია, რომ თვითონ ოპერაციულ სისტემაზეა დამოკიდებული თუ როგორ აღიქვავს  შემოკლებულ ან განსხვავებული სტილით დაწერილ აიპი მისამართს.

დაპინგე 0 ლოკალჰოსტის ნაცვლად

მაგალითად ლინუქსების უმეტესობა 0 დაპინგვისას loopback/localhost  მისამართს (127.0.0.1) მიმართავს

ამოაგდე მისამართიდან ოქტეტები სადაც მხოლოდ 0-ია

ისევ როგორც IPv6 მისამართებში, IPv4 მისამართებში შესაძლებელია რიგი 0-ს შეკვეცა (როცა მაგალითად ოქტეტი მხოლოდ 0-სგან შედგება). მაგალითად თუ დაპინგავთ 192.168.101 სისტემა მიხვდება რომ მესამე ოქტეტში მხოლოდ 0იანი იყო.

გამოიყენე ეგზოტიკური ნოტაციები

ქვემოთ ჩამოთვლილი ეგზოტიკური ნოტაციების გამოყენება უპრიანი იქნება თუ არაპროფესიონალებს გინდათ დაუმალოთ თქვენი ქსელის კრიტიკილი ჰოსტების მისამართები ან მაგალითად გინდათ გაეხუმროთ თქვენ დამწყებ კოლეგას 🙂

overflow

შესაძლებლია თუ არა დაპინგო 10.10.2760? “არაო”, გიპასუხებთ თქვენი დამწყები კოლეგა: “ვინაიდანო თითო ოქტეტში შეიძლება ეწეროს მხოლოდ 255”. მაგრამ რეალობა სულ

სხვანაირია:

2760 არის = 10×256+ 200 ანუ 10.200 ზუსტად ასეთი ლოგიკით იფიქრებს ოპერაციული სისტემა და წარმატებით დაპინგავს შესაბამის აიპი მისამართს

Decimal notation

თქვენ შეგიძლიათ დაპინგოთ ათობითი თვლის სისტემაში დაწერილი მისამართი:

მაგალითად 10.10.10.200 decimal notation-ში იქნება 168430280

დ

HEX notation

რატომაც არა? იგივე 10.10.10.200 HEX-ში იქნება 0x0a0a0ac8

P.S. მარტივი გადაყვანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ონლაინ კალკულატორები: decimal და hex