ზოგადი დახასიათება

Arp ბრძანება (adress resolution protocol) რის  Windows-ს “ქსელური” ბრძანება და გამოიყენება arp ქეშის სანახავად და სამართავად. arp ქეში შეიცავს იმ მოწყობილობების (კომპიუტერები, მარშრუტიზატორები და ა.შ.) IP მისამართების დინამიურ ჩამონათვალს, რომლებთანაც თქვენი კომპიუტერს ქონდა კავშირი.  რაც მთავარია, IP მისამართთან ერთად, ქეშში ინახება მოწყობილობის MAC მისამართი (6-ბაიტიანი „უცვლელი“ ფიზიკური მისამართი).

arp ქეშის შენარჩუნების მიზანია ქსელის მუშაობის გაუმჯობესება. როდესაც თქვენი კომპიუტერი დაუკავშირდება მოწყობილობას, მიუხედავად იმისა, არის ის თქვენს ლოკალურ ქსელში (მაგ., ფაილების სერვერზე) თუ არის მის გარეთ (მაგ., ვებსაიტი, ftp სერვერი), თქვენმა კომპიუტერმა უნდა იცოდეს მოწყობილობის MAC მისამართი მასთან კომუნიკაციისთვის. გარე მოწყობილობების შემთხვევაში, თქვენს კომპიუტერს სჭირდება თქვენი ქსელის როუტერთან კომუნიკაცია. ერთსა და იმავე ქსელში, ყველა ჰოსტი ურთიერთობს ერთმანეთთან MAC მისამართების მეშვეობით.

arp ცხრილის ქონით, რომელიც ასახავს წყვილს “IP მისამართ და  MAC მისამართი” თქვენს კომპიუტერს არ სჭირდება ქსელში MAC მისამართის მოთხოვნა ყოველ ჯერზე, როცა მას ესაჭიროება კავშირის დამყარება. როდესაც თქვენს კომპიუტერს სჭირდება კომუნიკაცია მოწყობილობასთან, რომელიც არ არის მის arp ქეშში, ის გააგზავნის სპეციალურ მოთხოვნას MAC მისამართის მისაღებად. კომპიუტერი  სვამს კითხვას: ვის აქვს 192.168.128.64 მისამართი? მოწყობილობა, რომელსაც აქვს ეს IP უპასუხებს თავისი MAC მისამართით. ეს IP და MAC მისამართების სია შემდეგ ინახება თქვენი კომპიუტერის arp ქეშში, მომავალში კომუნიკაციის ასასწრაფებლად.

დინამიური და სტატიკური ჩანაწერები

arp ქეშის ცხრილში, ჩვეულებრივ, იპოვით ორი ტიპის ჩანაწერს – დინამიურს და სტატიკურს. დინამიური ჩანაწერი არის IP და MAC მისამართების წყვილი, რომლის შესახებაც თქვენმა კომპიუტერმა შეიტყო ამ მოწყობილობასთან ბოლო კომუნიკაციის დროს. ხოლო სტატიკური ჩანაწერი არის ის, რომელიც “ხელით”  შეიყვანა ვინმემ (მაგალითად ადმინმა). რიგ  სტატიკურ ჩანაწერებს აკეთებს ასევე ოპერაციული სისტემა.  სტატიკური ჩანაწერები დარჩება ქეშში განუსაზღვრელი ვადით, თუ მას სპეციალურად არ წაშლიან. დინამიური ჩანაწერები დარჩება ქეშში მანამ სანამ მათი შენახვის ვადა არ ამოიწურება.

arp ბრძანების გამოყენების მაგალითები

arp-თან რიგი სამუშაოების ჩატარებისას ჩვენ დაგვჭირდება ადმინისტრატორის უფლებები, ამიტომ გირჩევთ თავიდანვე გახსნათ cmd ადმინისტრატორის უფლებებით.

arp ბრძანების სინტაქსის სანახავად ჩვენ შეგვიძლია ავკრიფოთ ბრძანება arp /help

arp -a ყველა ჩანაწერის ჩვენება

თქვენი კომპიუტერის ყველა ინტერფეისის (ქსელის ადაპტერების) arp საკაბელო ცხრილის სანახავად, ჩაწერეთ შემდეგი ბრძანების ფანჯარაში და დააჭირეთ Enter: arp /a

arp ქეშის შედეგები დინამიურია და აჩვენებს იმ მოწყობილობების IP და MAC მისამართებს (კომპიუტერები, მარშრუტიზატორები), რომლებსაც თქვენი კომპიუტერის ქსელში ბოლო დროს დაუკავშირდა. ცხრილი არ აჩვენებს ვებსაიტების, სერვერების და სხვა მოწყობილობების IP მისამართებს თქვენი ქსელის გარეთ. თუმცა, ის აჩვენებს თქვენი როუტერის IP და MAC მისამართს, რადგან ეს არის მოწყობილობა, რომელთანაც თქვენი კომპიუტერი დაუკავშირდება თქვენს შიდა ქსელში გარე სერვერზე მისასვლელად.

arp /d %addr% – წაშალეთ Arp ჩანაწერი

/d %addr%  გამოიყენება arp ქეშიდან ჩანაწერის წასაშლელად, სადაც %addr% არის IP მისამართი. Windows-ის ბოლო ვერსიებში ეს ბრძანება საჭიროებს ადმინის უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის მერე arp cache-ში ჩანაწერები ავტომატურად წაიშლება, ჩანაწერის ხელით წაშლის შესაძლებლობა სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცით, რომ ჩანაწერი არასწორია და ქმნის პრობლემებს

მაგალითად, 192.168.5.255 IP მისამართის ჩანაწერის წასაშლელად ჩვენი ზემოაღნიშნული მაგალითის სკრინშოტიდან, ჩაწერეთ შემდეგი ბრძაება ფანჯარაში და დააჭირეთ Enter:

arp /d 192.168.5.255

ამ ბრძანების გაშვების მერე თუ კვლავ arp -a-ს გაუშვებთ ნახავთ, რომ 192.168.5.255 აღარ არის სიაში,  როგორც ეს ჩანს ქვემოთ მოცემულ სკრინშოტზე

ჩანაწერის ხელით ჩამატება

თუ საჭიროა ჩანაწერის ხელით ჩამატება მაშინ გამოგვადგება ბრძანება arp /s %ipaddr% %macaddr%

მაგალითად:

arp /s 192.168.88.99 00-11-22-AA-BB-CC

ამ მაგალითში ჩვენ მოგონილ IP და MAC ადრესს ვიყენებთ. რეალურა სიტუაციაში თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ IP და MAC მისამართი, რომელიც შეგყავთ ცხრილში.

დინამიური ჩანაწერის შენახვის ვადა

როგორც უკვე აღვნიშნეთ დინამიური ჩანაწერები იშლება გარკვეული ხნის მერე, თუ მათი გამოყენება არ ხდება. მაიკროსოფტის მონაცემებით arp ჩანაწერი ცოცხლობს (Base Reachable Time) 15 წამიდან 45 წამამდე.  იმისთვის, რომ ვნახოთ კონკრეტულ კომპიუტერზე რამდენია  Reachable Time ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი ინტერფეისის სახელი ბრძანებით

netsh interface ipv4 show interfaces

ხოლო ამის მერე

netsh interface ipv4 show interface %interfacename%

რადგანაც ჩემ ინტერფეის ქვია LAN ბრძანება იქნება:

netsh interface ipv4 show interface LAN

Base Reachable Time-ს შეცვლა შეგვიძლია ბრძანებით

netsh interface ipv4 set interface %interfacetime% basereachable=%timeinmiliseconds%

მაგალითად:

netsh interface ipv4 set interface LAN basereachable=60000

რის მერე დრო გაიზრდება 60 000 მილიწამამდე.