პირადი დოკუმენტაციის თუ მედია ფაილების საიმედო შენახვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. კომპიუტერის ნებით თუ უნებლიედ მწყობრიდან გამოსვლისას, დაინფიცირებისას თუ დაკრიპტივისას თქვენ შეიძლება დაკარგოთ წვდომა თქვენთვის მნიშვნელოვან ფაილებზე. ამიტომ ჯობია წინასწარ შეინახოთ ასეთი ფაილები ქლაუდში. ჩვენ კი დაგეხმარებით ამისთვის სწორი სერვისის შერჩევაში.
ღირებულება: 2 გბ-მდე უფასო (მეგობრების მოწვევით შეიძლება ადგილის გაზრდა), 2 ტბ დაახლოებით 12 დოლარად თვეში ან 120 დოლარად წელიწადში
თავსებადობა: Windows, macOS, Linux, iOS, Android
Dropbox ითვლება ქლაუდ სათავსოების პატრიარქად და ერთ-ერთ ყველაზე სანდო და აღიარებულ ბრენდად თავის სფეროში.
დროპბოქსის დამატებითი ინსტურმენტია Paper, რომელიც იძლევა საშუალებას დაამუშავოთ ტექსტური დოკუმენტები პირდაპირ დროპბოქსის ვებ ინტერფეისში. დროპბოქსთან ინტეგრირდება Trello, Slack და ბევრი სხვა სერვისი
ღირებულება: 15 გბ უფასო, 100 გბ 50 ლარად წელიწადში. (არსებობს ბევრი სხვა ვარიანტიც)
თავსებადობა: Windows, macOS, iOS, Android
ვფიქრობთ Google-ს სერვისები დამატებით განმარტებას არ საჭიროებენ. Google One ხასიათდება Google-ის და ბევრ სხვა სერვისებთან ღრმა ინტეგრაციით.
ღირებულება: 15 გბ უფასოდ, 200 გბ დაახლოებით 5 ევროდ თვეში
თავსებადობა: Windows, macOS, Linux, iOS, Android, Windows Phone.
კომპანიის მტკიცებით ყველა მონაცემი სერვერებზე დაშიფრული სახით ინახება, ასე რომ თვითონ Mega-ს თანამშრომლებსაც არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის წაკითხვა.
ღირებულება: 5 გბ უფასოდ. დამატებითი 100 გბ 1.99 დოლარად თვეში, ტერაბაიტი კი 70 დოლარად Office 365 Personal შეძენისას. სერვისი დამატებით გთავაზობთ სხვა ვარიაციებსაც.
თავსებადობა: Windows, macOS, iOS, Android, Windows Phone, Xbox.
თუ Google One ღრმად არის ინტეგრირებული Android-თან, Onedrive ფაქტიურად ჩაშენებულია Windows 10-ში და Microsoft Office-ს თანამედროვე ვერსიებში.
ღირებულება: 5 გბ უფასოდ, 50 გბ დაახლოებით 1 დოლარად თვეში
თავსებადობა: Windows, macOS, iOS
აღნიშნული სერვისი ღრმად არის ინტეგრირებული ეფლის პროდუქციაში, თუ თქვენ მუშაობთ საოფისე პაკეტ iWork-ში, შესაძლებელია დოკუმენტების ავტომატური სინქრონიზაცია iCloud-ში
ღირებულება: 10 გბ უფასოდ, 100 გბ 9 ევროდ თვეში
თავსებადობა: Windows, macOS, iOS, Android
შედარებით ნაკლებად ცნობილი სერვისი სუსტი საკუთარი ეკოსისტემით, მაგრამ მისი ინტეგრირება მაინცაა შესაძლებელი რიგ ონლაინ სერვისში.
ღირებულება: 5 გბ უფასო, 2 ტბ დაახლოებით 53 დოლარიდან
თავსებადობა: Windows, macOS, Linux, iOS, Android, Windows Phone.
აღნიშნული სერვისი უფრო მოწყობილობათა სრულ ბექაფირებაზეა ორიენტირებული, მაგრამ არსებობს ასევე დოკუმენტების გაზიარების და ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობაც.
ღირებულება: 10 გბ უფასოდ, 500 გბ დაახლოებით 4 ევროდ. შესაძლებელია ასევე 175 ევროდ სამუდამო 500 გბ-ის ყიდვა
თავსებადობა: Windows, macOS, Linux, iOS, Android
კომპანია დარეგისტრირებულია შვეიცარიაში. როგორც წესი კი შვეიცარული კომპანიები განსაკუთრებით აქცევენ ყურადღებას ინფორმაციის კონფიდენციალობას. დამატებით 5 ევროდ თვეში pCloud Crypto სერვისის მეშვეობით შეგეძლებათ თქვენივე მოწყობილობებზე ინფორმაცია დაშიფრულად შეინახოთ
Leave A Comment