თანამედროვე თამაშების და პროგრამების გადამკიდე დღის წესრიგში ხშირად დგას თავისუფალი ადგილის საკითხი. განსაკუთრებით თუ ეს С დისკს ეხება. თუ სისტემას არ აქვს საკმარისი ადგილი С დისკზე პრაქტიკულად მთელი სისტემის პარალიზება ხდება.
თავისუფალი ადგილისთვის ბრძოლის ბევრი ხერხი არსებობს, თუმცა დღეს ჩვენ მოგიყვებით ფუნქცია compactOS-ზე. ამ ფუნქციის მეშვეობით თქვენ შეიძლება მოიგოთ დაახლოებით 1.5 გიგაბაიტი 32 ბიტიანი Windows 10-სთვის და დაახლოებით 2.5 გბ 64 ბიტიანი სისტემისთვის.
რა თქმა უნდა ეს ფუნქციონალი არ არის იდეალური. თქვენ იგებთ ადგილს თუმცა აგებთ წარმადობაში, ვინაიდან შეკუმშული ფაილების განკუმშვა ხდება რეალურ დროში. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილის პრობლემა ხშირად ყველაზე სუსტ და იაფ მოწყობილობებს ექმნებათ, რომელსაც ამავე დროს პროცესორიც სუსტი აქვთ СompactOS ფუნქციონალი შეიძლება არ იყოს პანაცეა.
როგორ ჩავრთოთ СompactOS?
გაუშვით cmd ადმინისტრატორის უფლებამოსილებით.
აკრიფეთ ბრძანება:
COMPACT.EXE /CompactOS:always ამის შემდეგ დაიწყება ოპერაციული სისტემის ფაილების და შეკუმშვის პროცესი, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი სისტემის სისწრაფეზე რიგ შემთხვევებში СompactOS ფუნქციონალი უკვე ჩართულია. ასეთი შემთხვევები იშვიათია, თუმცა მაინც გვხდება. შეიძლება რაიმე ნეტტოპის ან სხვა სუსტი კომპიუტერების მწარმოებელმა ეს ფუნქციონალი თავიდანვე ჩართო. ამ ფუნქციონალს ზოგჯერ ვინდოუსი თვითონაც რთავს თუ თვლის, რომ კომპიუტერისთვის ასე აჯობებს.
როგორ გამოვრთოთ СompactOS?
მას შემდეგ რაც გაათავისუფლებთ ადგილს, შეიძლება მოგინდეთ CompactOS-ის გამორთვა. თუ СompactOS ჩართული იყო კომპიუტერის მწარმოებლის მიერ ან ჩაირთო ვინდოუსის გადაწყვეტილებით კარგად დაფიქრდით სანამ მას გათიშავთ.
საბოლოო ჯამში ფუნქციონალის გამორთვა ხდება შემდეგი ბრძანებით:
COMPACT.EXE /CompactOS:never
რა თქმა უნდა ბრძანება ასევე უნდა გაუშვათ ადმინისტრატორის უფლებებით.
პროცესის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია თქვენი სისტემის წარმადობაზე
როგორ შევამოწმოთ ჩართულია თუ არა СompactOS?
შემოწმება შესაძლებელია შემდეგი ბრძანებით:
COMPACT.EXE /CompactOS:Query
პასუხი შეიძლება იყოს:
- “The system is in the Compact state. It will remain in this state unless an administrator changes it.” თუ სისტემაში ჩართულია СompactOS ფუნქციონალი
- “The system is not in the Compact state. It will remain in this state unless an administrator changes it.” თუ სისტემაში არაა ჩართული СompactOS ფუნქციონალი. ალტერნატიული პასუხია: “The system is not in the Compact state because Windows has determined that it is not beneficial for this system.”
Leave A Comment