IPv6-ის გათიშვის მოტივაცია

Windows-ის ახალ ვერსიებში IPv6  ნაგულისხმევად  ჩართულია ყველა ქსელის ადაპტერზე. თუმცა უმეტესი ქართული კომპანიის ქსელში, განსაკუთრებით თუ ის შედარებით მცირე ზომისაა,  ხშირად IPv6-ის საჭიროება საერთოდ არ დგას. ამავე დროს თუ ჰოსტს აქვს რამდენიმე მისამართი Windows უპირატესობას IPv6-ს ანიჭებს. ხოლო არასწორად კონფიგურირებულმა IPv6 ქსელმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პრობლემები დაწყებული ქსელურ პრინტერებთან კავშირის დაკარგვით, დამთავრებული პრობლემებით დომენის კონტროლერთან.  თუ ამას მივუმატებთ იმას, რომ IPv6 ინფრასტრუქტურის სწორად კონფიგურაციასა და მართვისთვის საჭიროა დამატებითი ცოდნა და გამოცდილება ლოგიკურია რომ უმეტეს ადმინისტრატორს სურს საერთოდ გათიშოს IPv6 Windows ჰოსტებზე.

IPv6-ის ბმის ჩახსნა  ქსელის კარტიდან

IPv6-ის ბმის ჩახსნა  ქსელის კარტის პარამეტრებიდან

IPv6-ის მოხსნა ქსელის კარტიდან შეგვიძლია ადაპტერის Properties მეშვეობით Internet Protocol Version 6-ზე მონიშვნის მოხსნით და OK-ზე დაჭერით

IPv6-ის ბმის ჩახსნა Powershell-ის მეშვეობით

IPv6-ის ბმის ჩახსნა ერთიანად ყველა ქსელის ბარათზე შესაძლებელია Powershell-ის ბრძანებით:

Get-NetAdapterBinding -ComponentID “ms_tcpip6” | where Enabled -eq $true | Disable-NetAdapterBinding -ComponentID “ms_tcpip6”

თუმცა ზემოაღნიშნული ორიდან ნებისმიერი გზით IPv6-ის ბმის (binding) ჩახსნა ქსელის ბარათის მონაცემებიდან თვითონ IPv6-ის მოდულს Windows-ში უცვლელად ტოვებს, რაც თეორიულად მაინც შეიძლება  გამოიწვიოს პრობლემები.

IPv6-ის სრულად გათიშვა

IPv6 შეიძლება მთლიანად გავთიშოთ Windows რეესტრის მეშვეობით.  ამის მიღწევა შეგვიძლია მარტივად Powershell-ით

New-ItemProperty -Path HKLM:\SYSTEM\CurrentControlSet\Services\Tcpip6\Parameters\ `
-Name DisabledComponents -Type DWord -Value 255

255 (hex 0xFF) თიშავს IPv6-ს

მაიკროსოფტის პოზიცია: შეუცვალეთ IPv6-ს პრიორიტეტი

მაიკროსოფტის თქმით IPv6-ის სრული გათიშვა გამოიწვევს პრობლემებს Windows-ში. ამიტომ Microsoft გვაძლევს რეკომენდაციას დავუწიოთ IPv6-ს პრიორიტეტი. შესაბამისად Windows-ის ჰოსტი პრიორიტეტს მიანიჭებს IPv4-ს და ამით ყველა შესაძლო პრობლემა მოიხსნება.

IPv6-ის პრიორიტეტის დასაწევად ჩვენთვის უკვე ნაცნობ ბრძანებაში 255-ის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ 32

New-ItemProperty -Path HKLM:\SYSTEM\CurrentControlSet\Services\Tcpip6\Parameters\ `
-Name DisabledComponents -Type DWord -Value 32
ან აღნიშნული Value პირდაპირ რეესტრის მეშვეობით დავაყენოთ

GPO-ს მეშვეობით Windows Domain ქსელის კომპიუტერებზე IPv6-ის პრიორიტეტის დაწევა.

თუ თქვენ გაქვთ Windows AD შეგიძლიათ გამოიყენოთ GPO

გახსენით Computer Configuration > Preferences > Windows Settings > Registry და აირჩიეთ  New > Registry Item

შეავსეთ ყველაფერი როგორც სურათზეა:

  • Hive-ში მიუთითეთ HKEY_LOCAL_MACHINE
  • Key Path-ში: SYSTEM\CurrentControlSet\Services\Tcpip6\Parameters
  • Value Name-ში: DisabledComponents
  • Value type-ში: REG_DWORD
  • Value data:-ში 32

დასკვნა

ქართული ქსელების უმეტესობაში IPv6 -ის საჭიროება არ დგას. შესაბამისად ასეთ ქსელებში უმჯობესია დავწიოთ IPv6-ის პრიორიტეტი და პირველ პლანზე წამოიწიოს IPv4. ხოლო იქ სადაც IPv6-ის საჭიროება დგას საჭიროა შესაბამისი აპარატურა და უპირველეს ყოვლისა კომპეტენტური ქსელის ადმინისტრატორი.