თუ თქვენ არ გაქვთ MAC, მაგრამ გაქვთ სურვილი სასწავლო თუ პრაქტიკული მიზნებით მოსინჯოთ macOS ოპერაციული სისტემა ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ვირტუალური მანქანის მეშვეობით.
ქვემოთ მოცემული ინსტრუქციისთვის თქვენ უნდა გქონდეთ საშუალო სიმძლავრის კომპიუტერი მაინც (დაახლოებით 8 გბ ოპერატიული, 4 ნაკადიანი პროცესორი ვირტუალიზაციის მხარდაჭერით და სასურველია SSD თავისუფალი 50 გბ-ით მაინც)
საჭირო ფაილების გადმოწერა
VMware Workstation წარმოადგენს ვირტუალიზაციის პროფესიულ ინსტრუმენტს პერსონალურ კომპიუტერებისთვის. სრულფასოვანი 30 დღიანი საცდელი ვერსიის გადმოწერა Windows კომპიუტერებისთვის თქვენ შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან.
ვინაიდან კორპორაცია APPLE არ მიესალმება მისი პროდუქტების გამოყენებას სხვა ტიპის კოპმიუტერებზე სტანდარტულად VMware Workstation მხარს არ უჭერს აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას. თუმცა არსებობს unlocker-ი. გადმოწერეთ ის.
მას შემდეგ რაც თქვენ დააყენებთ VMware Workstation-ს სრულიად დახურეთ ის. ამოარქივეთ თქვენი გადმოწერილი არქივი და გაუშვით win-install.cmd როგორც ადმინისტრატორი
და დაელოდეთ პროცესის სრულ დასრულებას
დროა გადმოვწეროთ macOS Big Sur 11.
გადმოწერამ შეიძლება რამოდენიმე საათი წაიღოს.
გადმოწერის პროცესში შეგიძლიათ გაამზადოდ ვირტუალური მანქანა
ვირტუალური მანქანის გამზადება
დააჭირეთ ახალი ვირტუალური მანქანის შექმნას.
დატოვეთ არჩევანი Typical-ზე
შემდეგ ფანჯარაში აირჩიეთ I will install the operating system later
Guest Operating System ტიპში აირჩიეთ Apple Mac OS X ხოლო Version-ში 11
შემდეგ ეტაპზე შეგიძლიათ ვირტუალურ მანქანას მიანიჭოთ სასურველი სახელი და მიუთითოთ სასურველი მდგომარეობა. ან დატოვოთ ყველაფერი როგორც არის
შემდეგ დიალოგურ ფანჯარაში გადართეთ Store virtual disk as a single file-ზე
ბოლოს გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ Сustomize Hardware
გაზარდეთ Memory მაქსიმალურად თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგალითად თუ თქვენ კომპიუტერს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული აირჩიეთ 4. თუ თქვენ კომპიუტერს აქვს 16 გიგაბაიტი ოპერატიული აირჩიეთ 8 და ა.შ.
ასევე სასურველია პროცესორის გამოსაყენებელი ბირთვების რაოდენობის მომატება (თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობების გათვალისწინებით)
გადადით New CD/DVD (SATA)-ზე და აირჩიეთ გადმოწერილი ISO იმიჯი
დააჭირეთ Сlose და მერე Finish
თქვენი აზრით უკვე შეგვიძლია დავიწყოთ სისტემის დაყენება? არა :)) ჯერ კიდევ გვაქვს გასასწორებელი ვირტუალური მანქანის კონფიგურაციის ფაილი.
ამისთვის გადადით Documents\Virtual Machines\macOS 11 ფოლდერში და გახსენით 2 კბ ფაილი ნოუთფედით
ჩ
ჩაამატეთ გახსნილი ფაილის ბოლოს ასეთი ტექსტი
smbios.reflectHost = “TRUE”
hw.model = “MacBookPro14,3”
board-id = “Mac-551B86E5744E2388”
smc.version = “0”
და შეინახეთ ფაილი Save-თ
macOS სისტემის დაყენება
ამ ყველაფრის შემდეგ დავაჭიროთ Power on this virtual machine და დაიწყება სისტემის ჩატვირთვა
ავირჩიოთ სასურველი ენა (English :D) და დავაჭიროთ Next
ავირჩიოთ Disk Utility და მერე Сontinue
ავირჩიოთ VMware Virtual SATA Hard Drive Media და დავაჭიროთ Erase.
შემდეგ პატარა დიალოგიურ ფანჯარაში: Name: macOS Big Sur (გემოვნებით), Format: Mac OS Extended (Journaled), და Scheme: GUID Partition Map. დავაჭიროთ Erase. და ბოლოს Done.
დაელოდეთ პროცესის დასრულებას და გათიშეთ Disk Utility, როგორც ნაჩვენებია სკრინშოტზე
თქვენ დაბრუნდებით წინა დიალოგურ ფანჯარასთან საიდანაც უნდა აირჩიოთ ინსტალაცია
კიდევ ერთი Сontinue
სახეცვლილ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Agree და კიდევ ერთი Agree
შემდგომ ფანჯარაში აირჩიეთ macOS Big Sur hard disk და Сontinue
დაელოდეთ პროცესის დასრულებას. კომპიუტერის სიმძლავრის მიხედვით ეს შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 1 საათამდეც
სისტემის დაყენება დასრულებულია. დაგვრჩა სისტემის პირველადი კონფიგურაცია
სისტემის პირველადი კონფიგურაცია
Welcome screen-ზე ავირჩიოთ სასურველი ქვეყანა (მაგალითად United States :D)
ვეთანხმებით არჩეულ ენებს და ვაჭერთ Сontinue
Accessibility ფანჯარაში ვირჩევთ Not now
ასევე Not Now ვირჩევთ Migration Assistant-ის ფეიჯზე
აირჩიეთ Setup later და შემდეგ Skip
დაეთანხმეთ Terms and Conditions-ს
და მერე შექმენით ლოკალური იუზერი (შეავსეთ შესაბამისი ველები და დააჭირეთ Сontinue)
დააკლიკეთ Continue-ს Express Set Up page-ზე, შემდეგ Analytics page-ზე ისევ Continue და Screen Time page-ზე აირჩიეთ Set Up Later
ჩართე ან გამორთეთ Siri შესაბამის დიალოგურ ფანჯარაში
აირჩიეთ სასურველი თემა
დაელოდეთ პროცესისის დამთავრებას
და სისტემა დაყენებულია
Vmware Tool-ს და რეზოლუციის დაყენება
მას შემდეგ რაც დავაყენეთ macOS დროა დავაყენოთ Vmware Tools და მერე მივხედოთ რეზოლუაციას. ამისთვის რამოდენიმე რესტარტიც დაგვჭირდება
პირველ რიგში დავაყენოთ Vmware Tools
ვირტუალში გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა:
სტანდარტულად მივყვეთ Continue-თი და Insall-ით ყველა ნაბიჯს სტანდარტული პარამეტრების ცვლილების გარეშე. შევიყვანოთ პაროლი სადაც ამას მოითხოვს სისტემა.
ერთ ერთ ეტაპზე macOS გამოაქვს ფანჯარა რომელშიც თქვენ უნდა დაადასტუროთ რომ VMware სანდოა. დააჭირეთ ჯერ ბოქლომს და მერე Allow-ს
სისტემა მოითხოვს რესტარტს და თქვენც დაარესტარტეთ
რესტარტის მერე გახსენით terminal (spotlight-ის მეშვეობით)
ტერმინალში აკრიფეთ ბრძანება
Sudo /Library/Application\ Support/VMware\ Tools/vmware-resolutionSet 1920 1080
ბოლო ციფრები აღნიშნავს Full HD გაფართოებას, თუ თქვენ ეკრანს უფრო მაღალი ან დაბალი გაფართოება აქვს მიუთითეთ შესაბამისი ციფრები (თუმცა კომპიუტერი უნდა იყოს საკმარისად მძლავრი ან დაიწყება გაჭედვები)
შეიყვანეთ პაროლი (ნუ გეშინიათ არაფერი არ დაიწერება პაროლის შეყვანისას, თუმცა თქვენ გჯეროდეთ და უბრალოდ აკრიფეთ პაროლი) დააჭირეთ ენთერს და წესით სასურველი რეზოლუცია დაყენდება
აწი შეგიძლიათ გაშალოთ ვირტუალური მანქანა მთელ ეკრანზე ctrl+alt+enter-ით
Leave A Comment