თუ რიცხვებთან (და მათ შორის ექსელში) მუშაობა ხშირად გიწევთ, თქვენ ალბათ ხშირად იყენებთ კლავიატურაზე არსებულ Numpad-ს. სტანდარტულად Numpad-ის ბლოკზე მუშაობენ ისრები და სხვა სიმბოლოები, ამიტომ ციფრული ბლოკის ჩასართავად ხშირად გვიწევს Num Lock-ის დაჭერა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ დავტოვოთ ციფრული ბლოკი სულ ჩართული.
BIOS/UEFI
ბევრი კომპიუტერის ბიოსში არსებობს Numpad-ის პარამეტრი, როგორც წესი, Boot განყოფილებაში და ქვია Bootup Numlock State. მაგალითად Asus-ის დედაპლატების შემთხვევაში პარამეტრი შემდეგნაირად გამოიყურება:
ან ასე
MSI ლეპტოპის მაგალითზე:
Windows
თუ თქვენ ბიოსს არ აქვს მსგავსი პარამეტრი, ან რიგი მიზეზების გამო ბიოსთან წვდომა არ გაქვთ. მაშინ შეგიძლიათ კონფიგურაცია მოახდინოთ Windows-ის დონეზე.
გახსენით რეესტრის რედაქტორი ფანჯარაში ბრძანებით regedit “Run” და გადადით განყოფილებაში:
Computer\HKEY_USERS\.DEFAULT\Control Panel\Keyboard
ის უნდა შეიცავდეს პარამეტრს InitialKeyboardIndicators.
Windows 11-ის შემთხვევაში ამ პარამეტრის მნიშვნელოვად მიუთითეთ 2, ხოლო Windows 10-ის შემთხვევაში 80000002
Leave A Comment