ბევრი პროგრამისგან განსხვავებით, რომლებიც უბრალოდ ამოწმებენ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, Patch My PC არის პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ შეგატყობინოთ განახლებების არსებობა არამედ გადმოწეროს და დაინსტალიროს ისინი ავტომატურად.
თუ არ გინდათ გამოიყენოთ პერიოდული ავტომატური განახლებების ფუნქცია, მაუსის ერთი კლიკით შეგიძლიათ ერთჯერადად გადმოწეროთ ყველა საჭირო განახლება~
გარდა ამისა Patch My PC შეუძლია არამარტო განაახლოს არსებული პროგრამები, არამედ დააყენოს თქვენთვის სასურველი პროგრამები არსებული სიიდან. უბრალოდ მონიშნეთ ველი აპლიკაციის სახელის მარცხნივ, რათა დააინსტალიროთ ნებისმიერი აპლიკაცია.
პროგრამის აქვს ორი ვერსია: ფასიანი და უფასო Home Updater-ი
მუშაობს Windows 11, Windows 10, Windows 8, Windows 7 და, ალბათ, Windows-ის უფრო ძველ ვერსიებზეც. პროგრამული უზრუნველყოფის ყველა განახლება ხდება Patch My PC პროგრამის შიგნიდან, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ ჩამოსატვირთად ბმულების ძებნა ან რომელიმე საიტის გახსნა თქვენს ბრაუზერში. მოძველებული პროგრამების სათაურებები ჩანს წითლად, ხოლო პროგრამები, რომელთა ბოლო ვერსიები უკვე აყენია სისტემაში ნაჩვენებია მწვანედ. განახლებები სრულდება ფონში, ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ Next-ებზე დაჭერა.
Patch My PC ბაზა მოიცავს უამრავ პროგრამას, რომელთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ. სიაში შესულია, როგორც პორტატული პროგრამები ისე ჩვეულებრივი დასაყენებელი პროგრამები, მათ შორის ანტივირუსები.
პროგრამას აქვს ასევე Scheduler, რომელიც თქვენ მიერ არჩეული გრაფიკით შეამოწმებს და დააყენებს განახლებებს.
თუ რომელიმე კონკრეტული პროგრამა თქვენთვის გამონაკლის წარმოადგენს მაშინ ამ პროგრამზე მარჯვენა კლიკით თქვენ შეგიძლიათ:
- უარი თქვათ ამ პროგრამის შემოწმებაზე განახლებებზე
- უარი თქვათ ამ პროგრამის ავტომატურ განახლებაზე
პროგრამის პარამეტრებში თქვენ შეგიძლიათ
- Restore Point-ის შექმნა დაავალოთ პროგრამას განახლების წინ
- აირჩიოთ დასაყენებელი პროგრამების ენა
- შეინახოთ Patch My PC-ის სეთინგები რათა იგივე პარამეტრები მარტივად გამოიყენოთ უკვე სხვა კომპიუტერზე
პროგრამას აქვს ასევე Uninstaller, რომელიც გაძლევთ საშუალებას Ctrl-ით ან Shift-ით მონიშნოთ წასაშლელი პროგრამები და მერე დააჭიროთ Unistall-ს
Leave A Comment