C დისკის გადავსება სერიოზულ პრობლემას უქმნის Windows ოპერაციულ სისტემას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ SSD-ების ეფექტურობა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ვარდება დისკის გადავსების დროს.
დისკის გადავსების მიზეზების დასადგენად გამოგვადგება პროგრამა Treesize ან მისი ნებისმიერი ანალოგი
როდესაც დიდ ადგილს იკავებს მომხარებლის ფაილები გამოსავალი ადვილია: ფაილების გადატანა დ დისკზე, ან სხვაგან ან საერთოდ წაშლა.
თუ საქმე ეხება სისტემურ ფაილებს მაშინ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. დღეს განვიხილავთ შემთხვევას, როდესაც დისკის გადავსებულობის ბრალია C:\Windows \Installer ფოლდერის ზომა, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები
C:\Windows\Installer ფოლდერი შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაილებს, რომლებსაც Windows იყენებს დაინსტალირებული აპლიკაციების სამართავად, განსაკუთრებით კი აპლიკაციების განახლების, შეკეთებისა და დეინსტალაციისთვის. ამ ფაილების პირდაპირ წაშლა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მომავალში. თუმცა ამ ფოლდერში არსებული ყველა ფაილი შეიძლება არ იყოს საჭირო. წესით მას შემდეგ რაც ფაილი აღარაა საჭირო Windows მას შლის, მაგრამ ხშირადაც წაშლა “ავიწყდება”
გამოსავალი არის სპეციალური პროგრამის PatchCleaner-ის გამოყენება
პროგრამის დაყენების და გაშვების მერე იწყება სკანირების პროცედურა, რომელიც პირველ ჯერზე შეიძლება საკმაო ხანს გარგრძელდეს
სკანირების დამთავრების შემდეგ ჩვენ ვხედავთ შედეგებს. გაითვალისწინეთ, რომ Adobe Acrobat-ის სკანირებასთან პროგრამას პრობლემა აქვს და ამიტომ Acrobat-ის ფაილების იგნორი ხდება.
იგნორის სიის ნახვა (დამატება, წაშლა) შეგიძლიათ პროგრამის პარამეტრებიდან
ხოლო კონკრეტულად დასკანირებული და დაიგნორებული ფაილების (წითლად არის მონიშნული) ნახვა შეგიძლიათ Details-დან
საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლაი არასაჭირო ფაიელბსი გადატანა (Move) ან წაშლა (Delete) . თუ Browse-თ არ ავირჩევთ სასურველ ფოლდერს სადაც უნდა მოხდეს გადატანა, მაშინ Backup გადავა ისევ C დისკზე PatchCleanerBackup ფოლდერში, როგორც ეს სურათზეა ნაჩვეები. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში C დისკზე ადგილი არ თავისუფლდება.
Leave A Comment