PMT ფუნქცია

ექსელში სესხების ყოველთვიური გადასახადების გამოსათვლელად ხშირად გამოიყენება PMT ფუნქცია
PMT ფორმულა მოითხოვს 3 ძირითად პარამეტრს

  • Rate – წლიური პროცენტი
  • Nper – გადახდების რაოდენობა
  • Pv – სესხის ძირი

არსებობს კიდე 2 არაუცილებელი პარამეტრი:

  • Fv – რა თანხა უნდა დარჩეს ბალანსზე ბოლო გადახდის მერე, როგორც წესი სესხის ბოლო გადახდის მერე დარჩენილი თანხა უნდა იყოს 0, შესაბამისად ეს პარამეტრი არ გამოიყენება (გამოყენება შეიძლება დაგვჭირდეს ანაბრებისთვის, რომელიც პრინციპში იგივე სესხია, ოღონდ თქვენი ბანკისადმი :))
  • Type განსაზღვრავს თუ როდის უნდა მოხდეს გადახდა, და აქვს 2 მნიშვნელობა
    • 0 (იგივე თუ არ იქნება ეს პარამეტრი მითითებული) – პერიოდის ბოლოს
    • 1 – პერიოდის დასაწყისში

მაგალითი

დეზდემონას აქვს აღებული 10000 ლარი 4 წლით, წლიურ 14%. ფორმულა ასეთი სესხისთვის იქნება ასეთი =PMT(14%/12,48,10000). პირველი პარამეტრი, რომელიც მივუთითე აქ არის Rate და ვინაიდან გადახდა ყოველთვიურია ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ თვის პროცენტი 14% 12 თვეზე გაყოფით. თუ მაგალითად სესხი უნდა გადაიხადოთ ყოველკვარტალურად, მაშინ წლიური პროცენტი უნდა გაიყოს 4ზე – წელიწადში კვარტალების რაოდენობის მიხედვით. შემდეგ პარამეტრად გამოდის Nper ( 4 წელი გამრავლებული 12 თვეზე = 48 გადახდას). შემდეგ კი მოდის Pv ანუ სესხის ძირი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში უდრის 10000 ლარს. რა თქმა უნდა უშუალოდ ექსელსი ფორმულა ჩაიწერება უჯრების მისამართების მითითებით. პასუხი რომელიც ჩვენ მივიღებთ წითლად და ფრჩხილებში მიუთითებს მასზე, როგორც უარყოფით რიცხვზე, რაც შესაძლო საბოლოო ბიუჯეტის დათვლაში დაგვეხმარება.