კურსის აღწერა

Python შეიქმნა გვიდო ვან როსუმის მიერ 80-90-იანი წლების მიჯნაზე. დღესდღეობით ის ყველაზე პოპულარული ენაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე დეველოპმენტის პრაქტიკულად ყველა სფეროში. პითონი არის ინტერპრეტირებული მაღალი დონის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა. მისი დიზაინის ფილოსოფია ხაზს უსვამს კოდის წაკითხვადობის მნიშნველობას რთულ და კომპლექსურ პროექტებშიც კი. მისი ენობრივი კონსტრუქციები და ასევე ობიექტზე ორიენტირებული მიდგომა მიზნად ისახავს დაეხმაროს პროგრამისტებს დაწერონ მკაფიო, ლოგიკური კოდი მცირე და ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის.

PYPL და TIOBE რეიტინგებით 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით პითონი პირველ ადგილს იკავებს. TIOBE-ს ვერსიით Python-ი “წლის პროგრამირების ენად” აღიარებული იყო 2007, 2010, 2018 და 2020 წლებში.

თანამედროვე კომერციულ და სამეცნიერო სექტორში Python ფართოდ გამოიყენება:

  • ვებ-დეველოპმენტში;
  • Machine Learning და AI (TensorFlow, scikit-learn, NLTK);
  • Big Data;
  • Game Development;
  • კიბერუსაფრთხოებაში;
  • მათემატიკაში (NumPy, SciPy, Pandas, SymPy) და ბიოლოგიაში (დნმ-ის სეკვენირება).

Python-ის პროფესიონალური 12 კვირიანი კურსის გავლით მსმენელები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას დაპროგრამებაში. ექნებათ სრულიად პრაქტიკული და გამოყენებადი ცნობა Python პროგრამირების ენაში და, შესაბამისად, მასზე ადაპტირებული კომერციული პროექტების დეველოპმენტშიც წვლილის შეტანიის შესაძლებლობაც.

კურსის პროგრამა

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს ტრენერის საავტორო კურსს, რომელიც დაფუძნებულია პრაქტიკულ საქმიანობაზე და ქართულ და საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული მასალის და სახელმღვანელობის სინთეზზე.

პროგრამის ჩამოტვირთვა

ტრენერი

კურს უძღვება გამოცდილი დეველოპერი ანასტასია მაისურაძე, სამუშაო გამოცდილებით ისეთ კომპანიებში როგორიცაა: სს ოპპა OPPA და USAID საქართველო. თავის დროზე ანასტასია უძღვებოდა Python-ის პროექტებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

სწავლების მეთოდოლოგია და შეფასების სისტემა

ლექციებზე მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ მაგალითებსაც და ისწავლიან როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად.

საშინაო დავალების სახით მსმენელები ეცნობიან დამატებით მასალას სხვადასხვა წყაროებიდან ან/და დამოუკიდებელი სამუშაოების სახით ეძლევათ დავალებები. ასევე, მათ ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მოქმედი პროექტების ჭრილში სხვადასხვა პროგრამისა თუ ფუნქციონალის შექმნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ცოდნის შესამოწმებლად კურსის მსვლელობისას პერიოდულად ტარდება ქვიზები. კურსის სახელმძღვანელოდ გამოყენებულია ტრენერის მიერ მოწოდებული მასალები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. კურსის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ილეთების გასამყარებლად შესრულდება ერთგვარი სიტუაციური ამოცანები, რომლებიც რეალურ დეველოპერულ მიდგომეზე იქნება დაფუძნებული.

კურსი ითვალისწინებს 2 შუალედერ გამოცდას, ხოლო კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური გამოცდა, რომელიც წარმოადგენს შესაძლო მსხვილი კომერციული პროექტის რომელიმე ცალკე აღებულ კომპონენტს. პროექტის თემატიკის არჩევა უშუალოდ მსმენელზე იქნება დამოკიდებული.

კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს:

  • ექნება სრული ფუნდამენტური თეორიული ცოდნა პროგრამირებაში შემდგომი პრაქტიკული საქმიანობისა და კარიერული განვითარებისთვის.
  • Შეეძლება Python-ზე დაწერილ კომპლექსურ პროექტებზე მუშაობა.
  • Შეეძლება როგორც ვებ-დეველოპმენტში, ასევე მონაცემთან ბაზებთან მუშაობა.
  • ექნება კიბერუსაფრთხოებისთვის საჭირო პროგრამირების უნარ-ჩვევები.

სერტიფიკატი გაიცემა იმ მსმენელებისათვის, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სასწავლო კურსს და საბოლოო გამოცდაზე დააგროვებენ 75+ ქულას.

კურსის ღირებულება

კურსის მთლიანი ღირებულებაა 900 ლარი.
გადახდა წარმოებს ეტაპობრივად – თვეში ერთხელ (300 ლარი).

უახლოესი დაგეგმილი კურსი

უახლოესი დაგეგმილი კურსი დაიწყება 2022 წლის 1 მარტს.

მეცადინეობის დღეები: ორშაბათი და ხუთშაბათი 19:30 საათი.
მეცადინეობის ფორმატი: ონლაინ, Google Meet-ის გამოყენებით (მსენელს უნდა ჰქონდეს მუშა მიკროფონი და ვებკამერა).

კურსზე მიღება წარმოებს 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

სწავლის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვამოწმებთ ინგლისური ენის და პროგრამირების საფუძვლების ცოდნას. ამიტომ კურსზე მისაღებად მსმენელმა უნდა გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში (B2, Upper-Intermediate English) და Python [Basic]-ში.