Windows-ში დისკების შევსების დონის “თვალის ზომით” დასადგენად  დანერგილია სპეციალური ინდიკაცია – ლურჯი ზოლი მართკუთხედში, რომელიც, ადგილის შევსებასთან ერთად იზრდება. ამასთანავე როდესაც დისკის შევსება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება ზოლის ფერი წითლად გადაიქცევა.  სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება Windows-ში, ერთ მშვენიერ დღეს  ამ ვიზუალურმა ინდიკატორმა შეიძლება მუშაობა შეწყვიტოს. რა უნდა გავაკეთო, თუ “This PC”  დისკების სისრულის გაქრება და რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა?

მიზეზები

პრობლემის სავარაუდო მიზეზი შეიძლება Windows გრაფიკული გარსის გაუმართაობა, შედარებით იშვიათად პრობლემა ჩნდება ე.წ third party აპლიკაციების გამოყენებით დისკების ან მათი სახელების რედაქტირებისას.

გადაწყვეტის გზები

გადატვირთვა

თუ მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა გამოყენებული არ იყო, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის მომხმარებლიდან გასვლა და შემდგომ ხელახლა შესვლა, Explorer-ის ან უკიდურეს შემხვევაში სისტემის გადატვირთვა.

View

გაითვალისწინეთ, რომ ინდიკატორი მუშაობს მხოლოდ Content და Tiles ჩვენების რეჟიმის დროს. ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ View-ში სწორედ ერთ-ერთი მათგანი გაქვთ არჩეული.

დისკის სახელი

თუ პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ რაც დისკს სახელი სხვა პროგრამით მიანიჭეთ, დისკს თავიდან გადაარქვით  სახელი, ამჯერად ვინდოუსის ძალებით.

რეესტრი

პრობლემა შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში შესაბამისი მონაცემის დაზიანებთ:

გახსენით რეესტრი და გადადით HKEY_CLASSESS_ROOT/Drive -ზე

მარჯვენა მხარეს მოძებნეთ TileInfo

დარწმუნდით რომ prop:*-ს მერე წერია:

System.PercentFull – ინდიკაციის ჩვენება

System.Computer.DecoratedFreeSpace  – აჩვენებს თავისუფალი და დაკავებული ადგილების თანაფარდობას

System.Volume.FileSystem  – აჩვენებს დისკის ფაილური სისტემის ტიპს

 

რეესტრის გასწორების შემდეგ როგორც წესი საკმარისია This PC დარეფრეშება F5-ით. თუ დარეფრეშებამ არ უშველა დაარესტარტეთ სისტემა.