Windows-ში აპლიკაციის ფანჯრის დახურვა შესაძლებელია მინიმუმ სამი გზით:
- დააჭიროთ ღილაკს “X” ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხეში,
- გამოიყენოთ კლავიატურის კომბინაცია Alt + F4,
- ან აირჩიოთ “ფანჯრის დახურვა” აპლიკაციის ხატულის კონტექსტურ მენიუში, რომელიც Taskbar-ზე მდებარეობს
ეს ხერხები არ გამოგვადგება თუ პროგრამა გაიჭედა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა Task Manager-ის გახსნა, პროგრამის პროცესის მოძიება და მისი იძულებით დასრულება.
Windows 11-ის 23H2 განახლებიდან მოყოლებული, გაჭედილი პროგრამების ფანჯრების დახურვა შესაძლებელი იქნება Task Manager-ის გამოძახების გარეშე. End Task ფუნქცია ხელმისაწვდომია დავალებების პანელზე არსებული აპლიკაციის ხატულის კონტექსტურ მენიუში.
Close Window ფუნქციისგან განსხვავებით მენიუს ახალი (End Task) ვარიანტი კლავს ყველა პროცესს, რომლებიც დაკავშირებულია გაჭედილ აპლიკაციასთან (გარდა ზოგიერთი ფონური პროცესისა)
ოპცია End Task ადრე ხელმისაწვდომი იყო სატესტო ვერსიებში, თუმცა მის ჩასართავად საჭირო იყო რეესტრის რედაქტირება. Windows 11-ის 23H2 ვერსიიდან დაწყებული კი მისი ჩართვა შესაძლებელია Setting-ებიდან. მაგრამ ნაგულისხმევად Taskbar-ის End Task გამორთულია
ფუნქციის ჩასართავად გახსენით Settings, შემდეგ გადართეთ System-ზე და მარჯვენა მხარეს ჩამოსქროლეთ სანამ არ იპოვით For Developers.
დააკლიკეთ For Developers და ჩართეთ End Task გადამრთველი
ამის შემდეგ, ყველა გაშვებული აპლიკაციის კონტექსტურ მენიუში გამოჩნდება End Task ღილაკი.
ეს ოფცია ისევე, როგორც Task Manager-ის End Task-ი იძულებით ხურავს პროგრამას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრისთვის Developer Mode ჩართვა სავალდებულო არ არის
Leave A Comment